ჯ.კ როულინგის მოთხრობები

Severus-Snape-rip-severus-snape-13701628-2560-17071. Cokeworth არის გამოგონილი ქალაქი ინგლისის შუა ნაწილში, სადაც ჰარიმ სასტუმრო „Railview-ში“ გაატარა ერთი ღამე თავის დეიდასთან, ბიძასა და დეიდაშვილ დადლისთან ერთად. Cokeworth-ის სახელი უკავშირდება ინდუსტრიულ ქალაქს, რომელშიც ბეჯითად მუშაობენ. აღსანიშნავია, რომ წიგნებში გამოკვეთილად არ არის ნახსენები, რომ ეს არის ადგილი, სადაც გაიზარდნენ პეტუნია, ლილი ევანსი და სევერუს სნეიპი, მაგრამ ეს ასეა. როდესაც დეიდა პეტუნია და ბიძია ვერნონი ცდილობდნენ თავიდან აეცილებინათ წერილები ჰოგვართსიდან, ისინი გაემგზავრნენ Cokeworth-ში. სავარაუდოდ, ბიძია ვერნონი ფიქრობდა, რომ Cokeworth არის არაჯადოსნური ქალაქი და წერილები მათ იქ არ გაყვებოდნენ. ვერნონს უნდა სცოდნოდა, რომ პეტუნიას და, ლილი, სწორედ აქ ჩამოყალიბდა ნიჭიერ ჯადოქრად.  Cokeworth ასევე არის ის ადგილი, სადაც ბელატრისა და ნარცისა ესტუმრნენ სნეიპს, მისი მშობლების ძველ სახლში, „ნახევარპრინცის“ დასაწყისში. Cokeworth-ში მიედინება ერთი მდინარე, რომელთანაც არის ერთი დიდი კვამლსადენი, რომელიც გადაჰყურებს სნეიპის სახლს, აქ უზარმაზარი ქარხანა უნდა ყოფილიყო. ასევე აქ შეხვდებთ ბევრ პატარა ქუჩას, რომლებზეც მუშების სახლებია გაშენებული.

2. HARRY POTTER AND THE DEATHLY HALLOWS Ð PART 2ნარატივი, რომელიც არ შესულა ბოლო წიგნებში ფლორინ ფორტესქიუ – სანაყინეს მფლობელი მრუდე ქუჩაზე. ჰარი ხვდება მას  „აზკაბანის ტყვეში“, სადაც იგებს, რომ ფლორინმა ძალიან ბევრი იცის შუა საუკუნეების ჯადოქრების შესახებ. მოგვიანებით, ჰარიმ აღმოაჩინა, რომ ჰოგვორტსის ყოფილ დირექტორს დექსტერ ფორტესქიუ ერქვა. ფლორინი დექსტერის შთამომავალია, მე თავიდან დაგეგმილი მქონდა, რომ სწორედ ფლორინი იქნებოდა ის, ვინც ჰარის მისცემდა გასაღებებს , როდესაც იგი საჩუქრების ძებნაში იყო, სწორებ ამიტომ გამოვააშკარავე ნაცნობობის შესახებ ადრევე. ამ ეტაპზე, მე წარმოვიდგინე ისტორიულად მოაზროვნე ფლორინი, რომელსაც  ექნებოდა ზედაპირული ინფორმაცია დიდგულას (უძლეველი ჯოხისა) და რევიენქლოს დიადემას შესახებ. ინფორმაცია რომელიც ფორტესკების ოჯახს წინაპრისგან გადაეცა. ამ თემაზე მუშაობისას, როდესაც მივედი იმ ნაწილამდე, სადაც ეს ინფორმაცია იქნებოდა საჭირო, გადავწყვიტე, რომ ფლორინს გაიტაცებდნენ, შემდგომში კი ჰარი და მის მეგობრები დაიხსნიდნენ. პრობლემა ის იყო, რომ როდესაც „სიკვდილის საჩუქრების“ დასკვნითი ნაწილების დაწერაზე მიდგა საქმე, გადავწყვიტე, რომ ფინეას ნაიჯელუს ბლექი იყო უფრო დამაკმაყოფილებელი პიროვნება გასაღებების გახსნისთვის. ასევე, უნდა ითქვას, რომ ფლორინის ინფორმაცია დიადემაზე იქნებოდა გადამეტებული მკითხველისთვის. საბოლოოდ, გადავწყვიტე ის გაეტაცებინათ და უმიზეზოდ მოეკლათ. ის არ არის ერთადერთი ჯადოქარი, რომელიც ვოლდემორმა მოკლა იმის გამო, რომ მან საკმაოდ ბევრი იცოდა(ან საკმაოდ ცოტა), თუმცა ის არის ერთადერთი, რომლის წინაშედ მე თავს დამნაშავედ ვგრძობ იმიტომ, რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო.

3.latest ქვაბი არის დიდი, ფოლადის სახარშავი ჭურჭელი, რომელიც ცეცხლში იყო დაკიდებული და მას ჯადოქრების მსგავსად, მაგლებიც იყენებდნენ. თავის დროზე, ჯადოქრებიც და არაჯადოქრებიც ღუმელთა გამოყენებაზე გადავიდნენ და ასეთი ტიპის ქვაბებს იყენებდნენ მხოლოდ პროვინციელი ჯადოქრები, რომლებიც მასში ხარშავდნენ სხვადასვხა საწამლავებს, ამ მხრივ, ქვაბი ძალიან პრაქტიკული რამ იყო.ქვაბს ჯადოქრები ისე აჯადოვებდნენ, რომ მსუბუქი ყოფილიყო და ადვილად ეტარებინათ, ვინაიდან, ძირითადად, ასეთ ჟურჭელს ფოლადისგან ან კალისგან ამზადებნენ და ძალიან მძიმე იყო. თანამედროვე სამყაროში არის ისეთი ქვაბები, რომლებიც თვითონ ურევენ შიგთავსს ან თავისით იკეცებიან. ქვაბი, რომელიც ძვირფასი მეტალისგან არის დამზადებული გამოიყენება სპეციალისტებისთვის ან სხვადასხვა ტიპის გამოფენებზე ჰპოვებს მოწონებას. ქვაბები აერთიანებდნენ ჯადოსნურ ასოციაციებს საუკუნეების მანძილზე. ისინი ასახულნი არიან ჯადოქრების ფოტოებზე, რომლებიც ასობით წელს ითვლიან. ასევე ვარაუდობენ, რომ ეს უნდა ყოფილიყო ჭირჭელი, რომელშიც ელფები განძს ინახავდნენ. ბევრი ხალხური ზღაპარი მოგვითხროლს ამ ჭურჭლის ჯადოსნურ ძალაზე, თუმცა „ჰარი პოტერის“ წიგნებში ეს არის საყოველთაო ნივთი. მე მინდოდა ჰელგა ჰაფლეფაფის „საჩუქარი“ ყოფილიყო ქვაბი, მაგრამ ჩავთვალე, რომ ასეთი ზომისა და წონის ნივთი ძალიან სასაცილოდ და შეუსაბამოდ გამოჩნდებოდა. მინდოდა, რომ ის ნივთები, რომლების ჰარის უნდა ეპოვნა  ყოფილიყო პატარა ზომის და ადვილად სატარებელი. რაც უნდა იყოს,  ქვაბი არის როგორც ირლანდიის 4 მითიურ ნივთს შორის, ასევე ბრიტანეთის 13 ძვირფასეულობას შორის.

4.katie

Capture1

5. მეხუთე ანიმაციაა ამიტომ აქ ვერ ვტვირთავ

შელოცვები

1. Accio (ლათ ‘აAccio’ გამოძახება) რაიმე საგნის გამოხმობა ლევიტაციის გზით
2. Aguamenti (ლათ ‘aqua’ წყალი ლათ ‘mentis’ ჭკუა) წყლის გამოძახება ჯადოსნური ჯოხიდან
3. Alohomora (ლათ ‘Alohomora’ ქურდების ფავორიტე) ჩაკეტილი კარების გაღება
4. Anapneo (ბერძ ‘Anapneo’ სუნთქვა) სასულეშ გახსნა (რო გადაგცდება)
5. Aparecium (ლათ ‘apareo’ გამოჩენა) უხილავი მელნიტ დაწერილის გამოჩენა
6. Apparitium (ლათ ‘apareo’ გამოჩენა) ტელეპორტაცია
7. Avada Kedavra (არაბ ‘adhadda kedhabhra’ საგნის განადგურება) მომაკვდინებელი წყელვა
8. Avis (ლათ ‘Avis’ ჩიტი) პატარა ჩიტების გაჩენა ჯოხიდან
9. Colloportus (ლათ ‘colligo’ ერტად შეკვრა, ლატ ‘პორტუს’ კარი) კარის ჩაკეტვა
10. Confringo (ლათ ‘confringo’ დამსხვრევა) ობიექტის აფეთქება
11. Confundo (ლათ ‘confundo’ არევა) თავგზის არევა
12. Crucio (ლათ ‘crucio’ ტანჯვა) წამება
13. Deletrius (ლათ ‘deletrius’ განადგურება) შლის ჯოხიდან გამომავალ გამოსახულებას
14. Defodio (ლათ ‘defodio’ თხრა) გათხრა
15. Densaugeo (ლათ ‘dens’ კბილი ლათ ‘augeo’ გაზრდა) მსხვერპლის კბილების გაზრდა250 (5)
16. Descendo (ლათ ‘descendo’ ჩამოსვლა) დაპატარავება
17. Diffindo (ლათ ‘diffindo’ გახსნა) გაჭრა
18. Dissendium (ლათ ‘disicio’ დანაწილება) განცალკევება
19. Duro (ლათ ‘duro’ გამაგრება) ობიექტის ქვად გადაქცევა
20. Engorgio (ფრ ‘engorger’ გადაყლაპვა) გადიდება
21. Episkey (ბერძ ‘episkeyazo’ შეკეთება) დაზარალებულის შეკეთება
22. Erecto (ლათ ‘erigere’ გასწორება) ობიექტის გასწორება
23. Evanesco (ლათ ‘evanesco’ გაქრობა) ობიექტის გაქრობა
24. Expecto Patronum (ლათ ‘expecto’ მიხედვა ლათ ‘patronus’ მფარველი) დემენტორებისგან დამცავი
25. Expelliarmus (ლათ ‘expelo’ გადაგდება ლათ ‘arma’ იარაღი) განიარაღება
26. Expulso (ლათ ‘expulso’ გადაგდება) ობიექტის აფეთქება
27. Finite Incantantem (ლათ ‘finite’ დასრულება ლათ ‘incantationem’ მოხიბვლა) წყევლის მოხსნა
28. Flagrate (ლათ ‘flagro’ დაწვა) ცეცხლოვანი ხაზით მონიშვნა
29. Furnunculus (ენგ ‘furncle’ ფურუნკული) მუწუკების გაჩენა
30. Geminio (ლათ ‘geminare’ გაორმაგება) ობიექტის გაორმაგება
31. Glisseo (ფრ ‘glisser გასწორება) გაგლუვება
32. Impedimenta (ლათ ‘impedimentum’ დაბრკოლება) გაშეშება
33. Imperio (ლათ ‘impero’ გავლენა) ვიგაცაზე ზემოქმედება ისე რო რასაც გინდა იმას გააკეთებს
34. Impervius (ლათ ‘pervus’ გადაგდება) დაშლამება
35. Incarcerous (ლათ ‘incarcerare’ დატუსაღება) დაბმა
36. Incendio (ლათ ‘incendo’ ცეცხლის ანთება) ცეცხლის გაჩაღება
37. Langlock (ენგ ‘lang’ ენა ენგ ‘lock’ ჩაკეტვა) ენის სასაზე მიწებება
38. Legilimens (ლათ ‘legens’ კითხვა ‘mens’ ჭკუა) სხვისი აზრების წაკითხვა
39. Levicorpus (ლათ ‘levo’ აწევა ლათ ‘corpus’ სხეული) მსხვერპლის ჰაერში ყირამალა გადმოკიდება
40. Locomotor (ლათ ‘loco’ ადგილიდან ლათ ‘motionem’ გადაადგილება) ლევიტაციით ობიექტის გადაადგილება
41. Lumos (ლათ ‘lumen’ შუქი) განათება
42. Mobiliarbus (ლათ ‘mobilis’ გადაადგილებადი ლათ ‘arbor’ ხე) ხეების გადაადგილება
43. Mobilicorpus (ლათ ‘mobilis’ გადაადგილებადი ლათ ‘corpus’ სხეული) სხეულის გადაადგილება
44. Morsmordre (ლათ ‘mors’ სიკვდილი ლატ ‘mordere’ კბენა) შავი ნიშნის გამოჩენა
45. Muffliato (ენგ ‘muffle’ ხმის ჩახშობა) მსხვერპლს ასმენინებს ზუზუნს
46. Nox (ლათ ‘nox’ ღამე) შუქის ჩაქრობა
47. Obliviate (ლათ ‘oblivisci’ დავიწყება) მახსოვრობის წაშლა
48. Obscuro (ლათ ‘obscuro’ გადაფარება) ვიღაცის დროებით დაბრმავება
49. Orchideous (ლათ ‘Orchideae’ ორქიდეა) ყვავილების გაჩენა
50. Petrificus Totalus (ლათ ‘petrificare’ გაქვავება ლატ ‘totalis’ მთლიანად) ხელფეხშემკვრელი ჯადო
51. Protego (ლათ ‘protego’ დაცვა) დამცავი ფარი
52. Reducio (ენგ ‘reduce’ შემცირება) დაპარავება
53. Reducto (ენგ ‘reducen’ შემცირებული) გატეხვა, დამსხვრევა
54. Relashio (ლათ ‘relascio’ დასვენება) ნაპერწკლების გამოყრა ჯოხიდან
55. Rennervate (ფრ ‘re’ ახლიდან ფრ ‘nervus’ ნერვი) გაქვავებულის გამოცოცხლება
56. Reparo (ლათ ‘reparare’ შეკეთება) გატეხილის გამთელება
57. Rictusempra (ლათ ‘rictus’ დამთქნარება ლატ ‘sempra’ მუდმივად) მსხვერპლს აცინებს დაუსრულებლად
58. Riddikulus (ენგ ‘ridiculous’ სასაცილო) ბოგარტის საწინააღმდეგო
59. Scourgify (ლათ ‘excoriata’ განთავისუფლება) გაწმენდვა
60. Sectumsempra (ლათ ‘seco’ გაჭრა ლატ ‘sempra’ ყოველთვის) გაჭრა
61. Serpensortia (ლათ ‘serpens’ გველი ლატ ‘ortir’ გაჩენა) გველის გაჩენა
62. Silencio (ლათ ‘silencio’ გაჩუმება) დროებით ხმის დაკარგვა
63. Sonorus (ლათ ‘sonorus’ ხმამაღლა) ხმის გაზრდა
64. Tarantallegra (ლათ ‘tarantella‘ იტ ‘alegro’ სწრაფად) მსხვერპლს აცეკვებს
65. Tergeo (ლათ ‘tergeo’ გაწმენდვა) მოწმენდვა
66. Waddiwasi (შვედ ‘vadd’ რბილი მასა ფრ ‘vas y’ წასვლა) რეზინის სროლა ჯოხიდან
67. Wingardium Leviosa (ენგ ‘wing’ ფრთა ლათ ‘levo’ აწევა) ლევიტაცია

ჯეიმს პოტერი I

240ჯეიმს პოტერი – დაიბადა 1960 წლის 27 მარტს. 1981 წლის 31 ოქტომბერს გოდრიკის ხეობაში (გინდა ქვაბულში, დაბლობზე, მოკლედ რომელიც გაგიხარდეთ) ვოლდემორტის მიერ იქნა მოკლული. აქვე ბარემ მოკლედ შევეხები ერთ კითხვას რომელიც ადრე მსმენია.. რატომ ვერ დაიცვა ჯეიმსის სიკვდილმა ლილი და ჰარი ისევე როგორც ეს ლილის შემთხვევაში მოხდა.. პასუხი ალბათ ასე გამოიყურება.. უბრალოდ იმიტომ რომ ჯეიმსს არ ჰქონდა არჩევანის საშუალება, ის ისედაც უნდა მომკვდარიყო.. ლორდი სხვანაირად არც ფიქრობდა.. აი ლილის კი ჰქონდა შანსი ეცოცხლა, მაგრამ თავგანწირვამ შექმნა ის უხილავი და უძლიერესი მაგია რასაც სიყვარული ჰქვია..
ჯეიმსს ღია ყავისფერი თვალები ჰქონდა..ატარებდა სათვალეებს (ომნინოკლში დიდხანს ყურებამ იცის) მაღალი, გამხდარი ტიპი შავი, აბურძგნული თმებით.. 15 წლის ასაკში ჰქონდა ჩვევა კიდევ უფრო აებურძნა თმები, მიუხედავად იმისა რომ ცოცხიდან ახალი ჩამომხტარი იყო.. მსგავსი ჩვევები ხშირია გრძელთმიან ბიჭებში, მართალია ზოგჯერ გამაღიზიანებელია სხვებისთვის, თუმცა ამას თვითონ ვერ ხვდები.. (თავადაც მქონდა ეს ჩვევა და..) ზოგადი აღწერით იყო ერთ-ერთი უნიჭიერესი ჯადოქარი, ძალიან მამაცი, მეგობრული, ძირითადად კეთილშობილი და ექსტრამხიარული ბიჭუნა.. თუმცა 15 წლის ასაკში გამოიყურება როგორც ზედმეტად პატივმოყვარე და ხანდახან შეუბრალებელიც… ჰარის ზედმეტად გაიდიელაბული ჰყავს მამა და ავიწყდება ფაქტი რომ უნაკლო ადამიანი არ არსებობს და ყველა აქვს ცუდი და კარგი მხარეები.. უბრალოდ მამის ცუდი ქცევა მისთვის იმდენად მიუღებელი და შეუთავსებადი იყო მის წარმოდგენაში არსებულ კაცთან რომ ზედმეტად დრამატულ ფერებში განიცადა ეს ყველაფერი..
ჯეიმსის მეორე ნახევარი ლილი ევანსია. სადღაც 1978-79 წლებში დაქორწინდნენ ( და შაფერად მე გახლდით..) როგორც ზემოთ მოგახსენეთ ჯეიმსს და-ძმა არ ჰყოლია.. თუმცა ჰოგვარტსში 6 კურსიდან სირიუსი პოტერებთან ცხოვრობდა.. რაც შეეხება ჯეიმსის სკოლის შემდგომ კარიერას, ნათლად არ ჩანს დაკავებული იყო თუ არა რამით ორდენში სამსახრუის გარდა..
თუმცა იმის გათვალისწინებით რომ პოტერები საკმაოდ მდიდრები იყვნენ ცხოვრება არ გაუჭირდებოდათ..
1971-1978 წლებში სწავლობდა ჰოგვორტსში, გრიფინდორის სახლში.. როგორც ფართო მასებისთვის არის ცნობილი ჯეიმსის რეპუტაცია სკოლაში ყოველთვის იყო მხიარულების და ოინბაზობის მოყვარული. წესების დამრღვევი, მთავარი ბუნტარი, სიცელქის განსახიერება და ასე შემდეგ..( თუმცა ერთ-ერთ ცნობილ პოტერისტულ საიტზე მეტად საინტერესო და სახალისო ცნობას გადავაწყდი ჯეიმსზე.. თურმე სკოლის პრეფექტი ყოფილა ბოლო კურსზე, შესაბამისად მეექვსე კურსზე გრიფინდორის პრეფექტი გამოდის.. არ ვიცი ეს ცნობა საიდან მოიტანეს მაგრამ უკეთესს გეტყვით.. იგივე წყაროზე დაყრდნობით კიდევ ერთი არანაკლებ სენსაციური ცნობა.. როგორც წიგნებიდან ვიცით ჯეიმსი ბრწყინვალედ თამაშობდა ქვიდიჩს და კერძოდ ძალიან პერსპექტიული “სიკერი” იყო.. თუმცა როგორც ჩვენი კოლეგები ამბობენ, ჯომ Scholastic-ის მეორე ინტერვიუსას განაცხადა რომ ჯეიმსი სიკერი კი არა ჩეიზერი იყო და ის ფაქტი რომ სნეიპის მოონებაში სნიჩით თამაშობს ადვილად აიხსნება იმით რომ უბრალოდ ქუაფლით უფრო მოუხერხებელია გართობა.. მოკლედ ეს ცნობები მაინც იყოს ისე რომ დავწრმუნდეთ რომ ჯოც ადამიანია და ხანდახან თავისივე გამოგონებებში იხლართება..) მისი ჯოხი წითელი ხისგან იყო დამზადებული და თავისი ელასტიურობით იდეალურად გამოდგებოდა ტრანსფიგურაციისათვის..250 (4)
მის განკარგულებაში ჯოხის გარდა შედიოდა მანტია და მარადიორების რუკა..ეს რუკა ცალკე განხილვის საგანია, როგორც ჯადოქრული და ოინბაზური ხელოვნების უბრწყინვალესი ნიმუში.. რუკა შეიქმნა ჰოგვორტსში სწავლის ბოლო ორ წელიწადში ჯეიმსის და სხვა მარადიორების მიერ.. იმის წყალობით რომ ბიჭებმა ზეპირად იცოდნენ ციზე-სიმაგრის ყველა გასასვლელი, თითოეული კუთხე და ყოველი საიდუმლო გასასვლელი თავისი შელოცვინად, ეს რუკა ზუსტი ასლია მთელი ჰოგვორტსის და მისი მიმდებარე ტერიტორიების.. თუმცა სლიზერინის საიდუმლო ოთახი და ე.წ. დამეხმარე-ოთახი იქ აღნიშნული არაა.. ჯეიმსიც და ლილიც ვოლდემორტს თავდაპირველად მოკავშირეებად უნდოდა, თუმცა მათი შეტაკებების შემდეგ ნათელი გახდა რომ ბნელ მხარეზე არასოდეს გადავიდოდნენ.. ჰოგვარტსში მეხუთე სასწავლო წელს ჯეიმსი, სირიუსი და პეტიგრიუ ანიმაგები გახდნენ, რაც წარმოუდგენლად რთული და უმაღლესი მაგიის დონეა.. მიზეზი ამ ქცევის კი ის იყო, რომ მეობარს თავი უცხოდ და მარტოსულად არ ეგრძნო.. როგორც ლუპინი ამბობს ის დრო როცა მაქციად გადაქცევა უწევდა და გვერდით მეგობრები ჰყავდა უბედნიერეს ხანად იქცა მის ცხოვრებაში… ბევრს არ შეუძლია მეგობრის გულისთვის ამხელა რისკზე წასვლა, თუმცა როცა საქმე მარადიორებს ეხება… ჯეიმსი ხარ-ირმად იქცეოდა დიდი დატოტვილი რქებით და საკმაო ძალით შეეჩერებინა შემთხვევით ჭამა-სმის ხასიათზე მოსული მაქცია.. ზედმეტსახელი “ქორბუდა” (Prongs) გრინოტსში პოტერების აკლდამა იყო N 687…
როგორც ნამდვილი გრიფინდორელი და ჭეშმარიტად ბნელ მაგიასთან მებრძოლი, ჯეიმსი ყოველთვის დამბლდორის ერთგული იყო და ორდენისთვის იბრძოლა სიკვდილამდე..თვითონ ლორდიც ამბობს რომ ჯეიმსი ძალზედ მამაცი კაცი იყო.. “встань прямо, смотри гордо, так, как встретил смерть твой отец”… ლილისთან ერთად მან სამჯერ მახერხა ვოლდემორტის კლანჭებისგან თავის დაღწევა რაც მართლაც რომ წარმოუდენელი რამაა და მათი რეკორდი მგონი ჰარიმ მოხსნა მარტო.. ხოლო გაიმეორა ლონგბოტომების წყვილმა.. სამწუხაროდ ამ და სხვა გარემოებებმა სიბილა ტრელონის220 წინასწამტყველება გამოიწვია, ხოლო ცრუმორწმუნე (ტრელონის რო კაცი დაუჯერებს, ყარაულის თოფივით გაუვარდა ორჯერ) და მშიშარა ლორდი იძულებული იქნა გადამწყვეტი ზომები მიეღო.. დამბლდორი ეცადა დაეცვა პოტერები, ჩამოაშორა ორდენს და გადამალა გოდრიკის ხეობაში.. ფიდელიუსის შელოცვის წყალობით თითქმის შეუძლებელი იქნებოდა მათი პოვნა, მაგრამ სამწუხაროდ ჯეიმსმა და სირიუსმა არასწორად გათვალეს და პეტიგრიუს ანდეს საიდუმლოს შენახვა.. მან კი უკანმოუხედავად გასცა მეგობრები.. მოკლედ 1981 წლის 31 ოქტომბერს ლორდმა მოკლა ჯეიმსი და ლილი.. სხვათაშორის ის ფაქტი რომ ჯეიმსი უჯოხოდ დახვდა ლორდს, იმაზე მეტყველებს რამდენად ენდობოდა ის თავის მეგობრებს და რამდენად უბრალოდ წარმოუდგენელი იყო ის ფაქტი რომ პიტერი უღალატებდათ მათ.

პოლტერგეისტი პივსი

ჰოგვორტსის მოჩვენებების სახელს ამოფარებული და ამ მიზეზით მათი მოდგმის შემარცხვენელი, სტუდენტების ტანჯვა (თუმცა ყოველთვის არა) და პროფესორების თავის ტკივილი…
ერთადერთი პოლტერგეისტი მთელ პოტერიანაში… პივსი, ბოროტი სული, რომელსაც სისხლიანი ბარონისა ეშინოდა.
აწვალებდა ყველას, ვინც თვალში გაეჩხირებოდა… თუმცა მასაც შეეძლო სტუდენტებს გვერდში დასდგომოდა, ამისი ნათელი მაგალითია ტყუპი უისლების თხოვნის “შესმენა ” და გულთან ზედმეტად ახლოს მიტანა

პივსი, კაცი კი არადა პოლტერგეისტი, რომელმაც ამბრიჯს ბოლო მოუღო PS_C7

პივსი საკმაოდ გონებამახვილი ვინმეა… მას აქტუალურ თემებზე ყოველთვის მზად აქვს თავის მიერ შეთხზული სიმღებეი, რომლის ტექსტიც, უნდა ვაღიარო, გამოირჩევა რითმითა და ჟღერადობით (კაცს მოსმენა გესიამოვნება ) … პივსის სიმღერებისა და მაღალი ამპლიტუდის მქონე ხმის წყალობით ახალი ამბები სწრაფად ვრცელდებოდა მთელ ჰოგვორტსში…

პივსი – სული, რომელიც არად აგდებდა უსიყვარულობას, მისი იგნორირების ცდას, და მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე უწიწკნიდა ნერვებს “პაწია გზააბნეულებსა” და აკრძალულ ადგილებში მოხეტიალეთ…

მინერვა მაკგონაგელი

137მინერვა ცენრტალური ფიგურაა მთელ საგაში, მიუხედავად იმისა რომ პოტერის ფანებს სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ რას ნიშნავს “მთავარი გმირი”.. მინერვა მაკგონაგალი ძალიან ძლიერი ჯადოქარია და ერთ-ერთი ყველაზე კარგი ლექტორი, რომლის სიმკაცრისგან და ზედმეტად ობიექტურობისგან ტრიოც არაერთხელ დაზარლდა.. სიმართლე გითხრათ ისიც როგორც ყველა კეთილი ჯადოქარი პოტერიანაში არ სარგებლობს მთელი რიგი შელოცვებით და ამით თავის ჯადოქრულ ოსტატობას დუელებში სერიოზულად აყენებს ეჭვქვეშ.. მაგალითად ყოვლად სისულელედ და უზარობად (ავტორისეულ ანტიექშენურ მიმდინარეობას მინდა ხაზი გავუსვა) მიმაჩნია მთელი საომარი ბატალიების დროს ორდენელების მიერ გამოყენებული “” და გაკოჭვის შელოცვები.. როცა შენს გვერდით შენს მეგოგბრეს პანტა-პუნტით ყრიან ძირს, ზოგი მკვდარია და ზოგი საშინლად დაჭრილი და შენ მაინც ნარნარად “ტარანტალეგრას” ესვრი ეს ყოვლეგვარ მუღამს უკარგავს მსგავს სცენებს და ამის მერე ამტკიცო ფაქტი რომ ხსენებული ორდენელი მაგარი ჯადოქარია ცოტა ძნელია.. დავუბრუნდეთ მინერვას.. მაკგონაგალი მართალია ძალიან მკაცრი და პედანტურია, მოკლედ ნაღდი პროფესიონალი თავისი პირდაპირი მოვალეობის შესრულებისას, მაგრამ მასაც გააჩნია ემოციები და თან საკმაოდ ნაზი (ტრელონის, ჰარის და კიდე მრავალის მიმართ ურთირეთსაწინააღმდეგო დამოკიდებულება სხვადასხვა სიტუაციებში).. როგორც დუელანტი ისევ და ისევ ფაქტები არ მაძლევს საშუალებას ვამტკიცო რომ მინერვა ძალიან ძლიერი ჯადოქარია, თუმცა236 მე მართლა ვფიქრობ ასე.. ფაქტები კი ისაა რომ სნეიპს ვერაფერი დააკლეს მან და ფლიტვიკმა, თან მოწინააღმდეგე არც უტევდა, ვოლდემორტს სლაგჰორნთან და კინგსლისთან ერთად ებრძოდა და ბოლოს ჰაერში აწიეს, კეროუები რა დღეში აგდებენ.. ამბრიჯთანაც ვითომ ზადნი მისცა.. მოკლედ მთელი რიგი ფაქტებია, მაგრამ ის რომ მინერვა მაკგონაგალი ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი მაგია მთელს საგაში ალბათ ყველა დამეთანხმებით.. პროფესიულ კარიერაში კი უხეშად რომ ვთქვათ ორი დირექტორი მოინელა, ვოლდემორტიც ზედ მიაყოლა და ჰოგვორტსს განაგებს ახლაც.250

ნევილ ლონგბოტომი

250 (3)ნევილ ლონგბოტომი იყო ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოსნობის სკოლის ერთერთი მოსწავლე…ის იყო გრიფინდორელი. მართალია ნევილი ჰარის,ჰერმიონისა და რონის საუკეთესო მეგობარი არ ყოფილა,მაგრამ მაინც მეგობრობდნენ. ნევილის საყვარელი საგანი იყო – ჰერბოლოგია. ის ამ საგანს გაჰყვა და გახდა ჰერბოლოგიის პროფესორი,ჰოგვორტსში.
მისი საძულველი მასწავლებელი იყო – სევერუს სნეიპი, ხოლო საძულველი საგანი მისივე საგანი…სევერუსი მას სულ შენიშვნებს აძლევდა… მართალია ნევილს ამ საგანში ნიჭი არ ჰქონდა მაგრამ ის კიდევ უფრო უფუჭებდა საქმეს…ჰერმიონი მისი საუკეთესო დამხმარე იყო გაკვეთილების დროს…
ნევილს ჰყავდა გომბეშო, რომელიც მუდმივად ეკარგებოდა…მას ძალიან ცუდი მეხსიერება ჰქონდა …

230 (1)

სიკვდილის მხვრელები

230 (1)რადგანაც ძალიან ბევრნი არიან, ამ თემაში შეგიძლიათ ისაუბროთ ზოგადად პაჟირატელების შესახებ. მათ შორის იმ პაჟირატელებზეც, რომელთაც ცალკე თემა არ დაუმსახურებიათ.

თავისი მიმდევრებისგან ვოლდემორტმა არმია სადღაც 1946-1956 წლებში ჩამოაყალიბა. თავდაპირველად ისინი ვალპურგის რაინდებად იწოდებოდნენ (როგორც დეიდა როულინგმა განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში) და გაერთიანებული იყვნენ ერთი იდეის ქვეშ – მაგიური სამყარო მხოლოდ წმინდასისხლიანი ჯადოქრებისთვის (ან ეგონათ რომ ამისთვის იბრძოდნენ).

პაჟირატელების მეტ-ნაკლებად სრული სია:

ეივერი – დაბადებული მეოცე საუკუნის 20-იან წლებში. პაჟირატელების ერთ-ერთი თავდაპირველი წევრი, ჰოგვორტსში ტომ რიდლთან ერთად სწავლობდა და სავარაუდოდ ენათესავება (შესაძლოა მამაც კი) მეორე ეივერის, რომელიც ჰოგვორტსში სევერუს სნეიპთან ერთად სწავლობდა 70-იან წლებში (იხ. ქვემოთ).

ლესტრეინჯი – ლორდის ერთ-ერთი პირველი თანამებრძოლი, ჯერ კიდევ ჰოგვორტსში სწავლის პერიოდიდან. სავარაუდოდ ენათესავება როდოლფუს და რაბასტან ლესტრეინჯებს (შესაძლოა მამაც კი), რომლებიც სევერუს სნეიპთან ერთად სწავლობდნენ ჰოგვორტსში 70-იან წლებში (იხ. ქვემოთ).

ეივერი – დაბადებული სავარაუდოდ 1950-იანი წლების ბოლოს ან ადრეულ 1960-იანი წლებში. ჰოგვორტსში სწავლობდა სევერუს სნეიპთან ერთად და ერთ-ერთი იყო “სლიზერინელთა ბანდიდან”, როგორც ბრძენმა სირიუს ბლეკმა ბრძანა. აღსანიშნავია რომ მას თვითგადარჩენის ინსტინქტი საკმაოდ კარგად ჰქონდა განვითარებული – ვოლდემორტის დამხობის შემდეგ აზკაბანიდან თავი იმით გადაირჩინა, რომ განაცხადა იმპერიუსის წყევლის გავლენის ქვეშ ჩავდიოდი ცუდ საქმეებსო; ლორდის დაბრუნების შემდეგ კი პირველი მიხოხდა მის ფეხებთან, რომ შეწყალება ეთხოვა. ლორდის სასახელოდ უნდა ითქვას რომ სულმოკლე პაჟირატელს კრუციოს მოზრდილი დოზით გაუმასპინძლდა (ხუმრობა ხომ არაა, 13 წლის ნაგროვები ბრაზი ვინმეზე ხომ უნდა გადმოენთხია ). კრუციოს მორიგი დოზა ეივერიმ რამდენიმე თვის შემდეგ მიიღო, როცა გაბედა და ვოლდემორტს არაზუსტი ინფორმაცია მიაწოდა საიდუმლო დეპარტამენტიდან წინასწარმეტყველების გამოტანის შესახებ.

ბელატრისა ლესტრეინჯი (ბლეკი) – ბლეკების არისტოკრატული ოჯახის წევრი, ნარცისას და ანდრომედას და, სირიუსის და რეგულუსის ბიძაშვილი, როდოლფუს ლესტრეინჯის ცოლი, თუმცა ლორდზე უიმედოდ შეყვარებული ქალბატონი სადიზმის განსახიერება და ქალი კრუციო. ერთ-ერთი იმ ოთხი ჯადოქრიდან, რომელთაც ფრენკ და ალისა ლონგბოტომები ჭკუიდან შეშლამდე აწამეს და აზკაბანშიც მიაბრძანეს ამ დანაშაულისთვის. გაიქცა აზკაბანიდან მასობრივი გაქცევის დროს 1996 წლის იანვარში. ვოლდემორტის უერთგულესი მსახური და რა თქმა უნდა ეჭვიანობს როცა ლორდს სხვები საჭიროზე მეტად უახლოვდებიან. ბელა დაეხმარა ბიძაშვილ სირიუსს უკეთეს სამყაროში გასამგზავრებელი ბილეთის აღებაში (ეს ყველამ იცის და თავს აღარ შეგაწყენთ ლაყბობით). ეს ძლიერი ქალბატონი არა მხოლოდ ჯადოსნურ ჯოხს ხმარობს ოსტატურად, არამედ მოხერხებულად ესვრის ხანჯალს მოძრავ სამიზნეს (დობი). როგორც ბლეკების უმრავლესობა, ისიც მოწინააღმდეგის შეუფასებლობამ დაღუპა – ჰოგვორტსის ფინალური ბრძოლის დროს მოლი უიზლიმ ერთბაშად ამოიყარა უამრავი ადამიანის ჯავრი.latest (8)

როდოლფუს ლესტრეინჯი – ბელატრისას ქმარი. რაბასტანის ძმა და სავარაუდოდ შვილი იმ ლესტრეინჯისა, რომელიც ჰოგვორტსში ტომ რიდლთან ერთად სწავლობდა. ბელასთან, ბარტი კრაუჩი უმცროსთან და თავის ძMასთან ერთად აწამა ლონგბოტომები და აზკაბანშიც იჯდა (საინტერესოა, ცოლ-ქმარს ერთ საკანში არ ჩასვამდნენ რამე რო ყოფილიყო? ) მონაწილეობდა საიდუმლო დეპარტამენტის და 7 პოტერის ბრძოლებში.

რაბასტან ლესტრეინჯი – როდოლფუსის ძმა. მისი ბიოგრაფია ტყუპისცალივით ჰგავს მისი ძMის და რძლის ბიოგრაფიებს და თავს აღარ შეგაწყენთ.

რეგულუს არქტურუს ბლეკი – 1961-1979. ბელატრისას, ნარცისას და ანდრომედას ბიძაშვილი, სირიუს ბლეკის უმცროსი ძმა, რომელიც თავისი ოჯახის ტრადიციებზე აღიზარდა – სისხლის სიწმინდე და სხვა მსგავსი სისულელეები. ლორდის იდეებით აღფრთოვანებული პაჟირატელებს საკმაოდ ადრეულ ასაკში – 16 წლისა შეუერთდა, მაგრამ საკმაოდ მალე დაინახა ლორდის ნამდვილი სახე და მისი ნამდვილი მიზნებიც გამოიცნო. მან ლორდის განადგურება გადაწყვიტა და მოიპარა მისი ჰორკრუქსი მედალიონი, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ შორს წავიდა ამ საქმეში. ყველა შემთხვევაში ეს ახალგაზრდა ნამდვილად ღირსეული და პროგრესულად მოაზროვნე გახლდათ პაჟირატელების რიგებში (და იშვიათი გამონაკლისი თავისი საგვარეულოდან )

ლუციუს მალფოი – ბელატრისას სიძე. მრავალთა მსგავსად, მან თავი აზკაბანს იმით დააღწია, რომ განაცხადა იმპერიუსის ზეგავლენის ქვეშ ვიყავიო. ლუციუსი საკმაოდ პატივსაცემი პიროვნება გახლდათ მაგიურ ბრიტანეთში – 1993 წლამდე ჰოგვორტსის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიოდა, სანამ არტურ უიზლის დისკრედიტაციის უშედეგო მცდელობის გამო არ გადააყენეს თანამდებობიდან. მან შეულოცა იმპერიუსი ბროდერიკ ბოუდს, რათა წინასწარმეტყველება მოეპარა, ხოლო მოგვიანებით ხელმძღვანელობდა საიდუმლო დეპარტამენტში შეჭრილ პაჟირატელებს. მისია ჩავარდა, წინასწარმეტყველება დაიმსხვრა, ლუციუსი და რამდენიმე პაჟირატელი დააპატიმრეს, ვოლდემორტი კი საშინლად განრისხდა. საბოლოოდ, როგორც ყველა მედროვე, ლუციუსი ყველა ხათაბალიდან გამოძვრა (ოჯახს პატრონი სჭირდებოდა, აბა რა). მისი მეუღლე ნარცისა არ ითვლება პაჟირატელებში და არც შავი ნიშანი ჰქონია.

დრაკო მალფოი – ლუციუსისა და ნარცისას ერთადერთი შვილი. მამამისის წარუმატებლობის შემდეგ ლორდმა ბიჭი შავი ნიშნით დაასაჩუქრა და უბრძანა მოეძებნა ჰოგვორტსში პაჟირატელების მცირერიცხოვანი ჯგუფის შესვლის გზა და მოეკლა თვით ალბუს დამბლდორი (რომლისაც თავად ლორდს ეშინოდა). დრაკო თუ ამას არ გააკეთებდა, ვოლდემორტი მისი ოჯახის ამოწყვეტით იმუქრებოდა. თუმცა ამ მუქარის ქვეშაც კი გადამწყვეტ მომენტში დრაკომ ვერ შეძლო დირექტორის მოკვლა. მოგვიანებით ლორდი დრაკოს საწამებელ იარაღად იყენებდა (ოლივანდერი).

პიტერ პეტიგრიუ – он же Хвост. ანიმაგი, ფენიქსის ორდენის წევრი, სინამდვილეში კი ლორდის ჯაშუში. პოტერების მესაიდუმლე. სწორედ მან გასცა მათი სამალავი, რასაც შემდეგ ლორდის გაუჩინარება მოჰყვა. ხვოსტს ერთნაირად ეშინოდა როგორც ყოფილი (ორდენელი), ისე ახალი (პაჟირატელი) მეგობრების და ამიტომ მთელი 12 წელი ვირთხად გადაქცეულმა გაატარა… უიზლების ოჯახში. მისთვის ჩვეულებრივი ამბავია სხეულის ნაწილების გაწირვა აი ვინ მოიგებდა სიცოცხლისთვის თამაშს ხერხის ჯერჯერობით ექვსივე ფილმში : ჯერ თითი მოიჭრა, რომ ყველას მკვდარი ჰგონებოდა, მერე კი ლორდის დაბრუნებას შესწირა მარჯვენა ხელი. მართალია, ლორდმა სანაცვლოდ ვერცხლის ხელით დაასაჩუქრა, მაგრამ მოგვიანებით ამ ხელმა შეუბრალებლად მოახრჩო. დაიმსახურა ალბათ…

ალექტო და ამიკუს კეროუ – და-ძმა, რომლებიც აზკაბანში არასოდეს მჯდარან, თუ პროფესორ სნეიპს დავუჯერებთ (და მე მჯერა!) ისინი არც ლიტლ-ჰენგლტონის სასაფლაოზე ყოფილან. სამაგიეროდ იყვნენ ასტრონომიის კოშკზე დამბლდორის სიკვდილის ღამეს, ხოლო ჰოგვორტსის დირექტორად სევერუს სნეიპის დანიშვნის შემდეგ ჰოგვორტსის მასწავლებლები გახდნენ.

კრაბი – გაბარიტებით გამორჩეული პაჟირატელი, ვინსენტ კრაბის მამა.

გოილი – მეორე მხარ-ბეჭიანი პაჟირატელი, გრეგორი გოილის მამა. 230 (2)

ბარტი კრაუჩი უმცროსი – მონაწილეობდა აურორების – ლონგბოტომების წყვილის წამებაში, რისთვისაც აზკაბანში უკრეს თავი (სხვათა შორის საკუთარი მამის ბრძანებით). გავრცელებული ვერსიით აზკაბანში მალევე გარდაიცვალა, თუმცა დედამისის თავგანწირვის წყალობით ციხეს თავი დააღწია და მრავალი წლის მანძილზე მამას შინაპატიმრობაში ჰყავდა იმპერიუსის წყევლის გავლენის ქვეშ. ვოლდემორტმა შემთხვევით შეიტყო ერთ-ერთი ერთგული მომხრის გადარჩენის შესახებ და ხვოსტის დახმარებით ტყვეობიდან გამოიხსნა. რის შემდეგაც მრისხანეთვალა მუდის გარეგნობას ამოფარებული კრაუჩი მთელი წელი ასწავლიდა ჰოგვორტსში და ნიადაგს ამზადებდა ლორდის კლანჭებში პოტერის ჩასაგდებად. მართალია, მისი დანაშაული გამომჟღავნდა (თან ძალიან გვიან და ლორდმა მოახერხა ძალების აღდგენა), მაგრამ ოფიციალური ჩვენების მიცემამდე უაღრესად რომანტიკული და მხურვალე კოცნა მიიღო დემენტორისგან.

ანტონინ დოლოჰოვი – პაჟირატელების ერთ-ერთი პირველი წევრი (50-იანი წლებიდან). ოთხ ჯადოქართან ერთად მოკლა გიდეონ და ფაბიან პრუეტები, აწამა და დახოცა უამრავი მაგლი პირველი ომის დროს. სხვა პაჟირატელების მსგავსად ისიც აზკაბანში იჯდა წლების განმავლობაში – ლორდის დაბრუნებამდე, კერძოდ, იქაურობას თავი 1996 წლის მასობრივი გაქცევის დროს დააღწია. იბრძოდა საიდუმლო დეპარტამენტში და კინაღამ შეიწირა მის გრეინჯერის სიცოცხლე, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით რემუს ლუპინის შესახებ, რომელიც ჰოგვორტსის ფინალური ბრძოლის დროს გაისტუმრა იმქვეყნად ყოჩაღმა დოლოჰოვმა.

ფენრირ გრეიბექი – მაქცია, რომელიც გასართობად ხოცავდა ხალხს, მაშინაც კი, როცა მაქციად არ იყო გარდასახული. სავარაუდოდ ამის გამო მიიღეს პაჟირატელების რიგებში, თუმცა შავი ნიშანი არ მიუღია. მისი დამსახურებათა შორის პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რემუს ლუპინის შეერთება მთვარეულთა საძმოში.

იგორ კარკაროვი – სიმხდალის თვალსაჩინო მაგალითი, რომელიც ექვსთვიანი დევნის შემდეგ მრისხანეთვალამ წააბრძანა აზკაბანში. სასჯელის შემსუბუქების მიზნით მან ვოლდემორტის უამრავი მომხრე გასცა ტრიბუნალზე, მ.შ. სევერუს სნეიპი ( ). მან მიაღწია მიზანს, აზკაბანიდან თავი დაიძვრინა და დურმსტრანგის დირექტორი გახდა, სადაც მშვენივრად გრძნობდა თავს ლორდის დაბრუნებამდე; ხოლო როგორც კი შავი ნიშნის წვა იგრძნო, გაიქცა და წარმატებით იმალებოდა მთელი წლის განმავლობაში, თუმცა განაწყენებულმა პაჟირატელებმა მაინც მიაგნეს და საკადრისი პასუხიც გასცეს.

ვალდენ მაკნერი – საშიში მაგიური არსებების ჯალათი, რომელიც ჰიპოგრიფ ბაკბიკის დასასჯელადაც იყო მოწვეული ჰოგვორტსში, თუმცა ვერ მიართვეს და მხოლოდ ჰაგრიდის ღობეზე იყარა ჯავრი (თუმცა ღობეს ვინ ჩიოდა). ვოლდემორტმა ის წარგზავნა გოლიათებთან მოსალაპარაკებლად. მანვე მიართვა ბროდერიკ ბოუდის საშობაოდ ის “უვნებელი ყვავილი” წმ. მუნგოს კლინიკაში. საიდუმლო დეპარტამენტის ბრძოლის დროს მაკნერი დააპატიმრეს და აზკაბანში გაისტუმრეს (იქ არის მისი ადგილი).

აუგუსტუს რუკვუდი – ჯაშუში მაგიის სამინისტროში, საიდუმლო დეპარტამენტიდან. ისე ცინცლავდა სამინისტროს თანამშრომლებს ინფორმაციას, რომ უმრავლესობამ არც კი იცოდა სინამდვილეში ვისთვის მუშაობდნენ. ისისც აზკაბანში იჯდა და გაიქცა მასობრივი გაქცევის დროს.

ლუდოვიკ ბეგმანი – რამდენადაა მისი ადგილი აქ არ ვიცი – ქვიდიჩის ვარსკვლავი, უიმბურნის კრაზანების ბიტერი. ის მხოლოდ ეჭვმიტანილი იყო პაჟირატელობაში და გაამართლე, რადგან დამტკიცდა რომ აუგუსტუს რუკვუდმა მისი უმეცრებით ისარგებლა და სრულ იდიოტად გამოიყვანა, თუ შეიძლება ასე ითქვას

გიბონი – დამბლდორის სიკვდილის ღამეს ასტრონომიის კოშკზე მან აუშვა შავი ნიშანიცაზე, შემდეგ კი ლუპინისთვის ნასროლ ავადას შეაგება მკერდი (ან სხეულის სხვა ნაწილი, ვინ იცის ) და რა თქმა უნდა გარდიცვალა.

მულსიბერი – ერთ-ერთი პირველი პაჟირატელი (თუმცა გაუგებარია როგორ, თუკი სევერუს სნეიპთან ერთად სწავლობდა ჰოგვორტსში). იმპერიუსის წყევლის სპეციალისტი და კარკაროვის დაპატიმრებიდან ძალიან მალე დაიჭირეს. იბრძოდა საიდუმლო დეპარტამენტის ბრძოლაში.

ნოტი – ესეც ერთ-ერთი ძველი პაჟირატელია, თუმცა პირველ ჯერზე აზკაბანს გადაურჩა. ტეოდორ ნოტის მამა.

როზიერი – ძველი გვარდიის წარმომადგენელი, სავარაუდოდ ევან როზიერის ნათესავი.

ევან როზიერი – ჰოგვორტსში სწავლობდა სევერუს სნეიპთან ერთად. აურორებმა მოკლეს და შეიწირა მრისხანეთვალას ცხვირის ნაწილი.

ტრევერსი – მაკკინონების მკვლელი, როგორც კარკაროვმა თქვა სასამართლოზე.

უილკისი – ჰოგვორტსში სევერუს სნეიპთან ერთად სწავლობდა. მოკლეს აურორებმა.

იაქსლი – პროფესორისგან ვიცით, რომ თავის დროზე აზკაბანს გადაურჩა.

ტორფინ როული
სელვინი
ჯაგსონი
ახმახი ქერათმიანი
სევერუს სნეიპი

deatheaters

სედრიკ დიგორი

195დაიბადა 1977 წლის შემოდგომაზე, 1989-1995 წლებში სწავლობდა ჰოგვორტსში, ფაკულტეტ ჰაფლეპაფზე. იყო პრეფექტი და მეხუთე კურსზე გახდა ფაკულტეტის ქვიდიჩის გუნდის კაპიტანი და სიკერი (თანაც საკმაოდ კარგი სიკერი). გარდაიცვალა 1995 წლის24 ივნისს.

ვიცით რომ სედრიკი იყო საკმაოდ მაღალი და ძალიან სიმპატიური ბიჭი. სამი ჯადოქრის ტურნირის დროს (და მანამდეც) სედრიკს თაყვანისმცემელი გოგოების მთელი არმია ჰყავდა. ამასთან დაკავშირებით დამატებით უნდა ითქვას რომ 1994 წელს ჩო ჩანგსა და მას შორის სიყვარულმა ჩაიქროლა და სამწუხაროდ ვერ მოასწრო დიდი ხნით დამკივდრება. იგი პირველად აზკაბანის ტყვეშია მოხსენიებული, ჰაფლეპაფი-გრიფინდორის ქვიდიჩის მატჩის დროს და ჩვენი ყურადღება მიიქცია თავისი კეთილშობილებით: მატჩის დროს ჰარი ცოცხიდან ჩამოვარდა, სედრიკმა კი ამ დროს სნიჩი დაიჭირა, მაგრამ როცა შეიტყო რა მოხდა, სცადა მატჩის შედეგი გაეუქმებინა და გადათამაშება მოითხოვა, რაზეც რა თქმა უნდა უარი უთხრეს, მაგრამ უკვე საკმარისია იმისთვის რომ მკითხველი პატივისცემით და სიმპატიით განიმსჭვალოს დიგორის მიმართ.

1994 წელს სედრიკი სამი ჯადოქრის ტურნირში მონაწილეობს როგორც ჰოგვორტსის ერთ-ერთი ჩემპიონი. საერთოდ მოხსენიებულია როგორც ნამდვილი ჩემპიონი, იმიტომ რომ ჰარი ძალით შეტენეს ამ ტურნირში.. ხოლო ფაქტი რომ სედრიკი ჰოგვარტისი ჩემპიონად გამოცხადდა, მეტყველებს მის მაღალ ჯადოქრულ ძლიერებაზე. სედრიკი ძალიან კეთილშობილურად იქცევა მთელი წიგნის მანძილზე: დასაწყისში, ქვიდიჩის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ის უხერხულად გრძნობს თავს და ცდილობს შეაჩეროს მამის უხეში გამოოხტომები ჰარის მისამართით (უფროსი დიგორი პოტერს გამუდმებით ახსენებს რომ მისმა შვილმა ქვიდიჩის მატჩი მოუგო, ე.ი. უკეთ დაფრინავს და ცოცხზე უკეთ ზის); სამი ჯადოქრის ტურნირის დროს სედრიკი მეგობრებს სთხოვს ნუ გაიკეთებენ ბეჯს, რომელიც მის მხარდასაჭერად შეიქმნა და ამავდროულად პოტერს შეურაცხოფს (ეს მომენტი წიგნიდან არ მახსოვს, ვფიქრობ მხოლოდ ფილმშია, მაგრამ სედრიკმა არაერთხელ დაამტკიცა თუ რა კეთილშობილია, ამიტომ მაინც სიმართლესთან ახლოა); ის აძლევს მინიშნებას პოტერს თუ როგორ გამოიცნოს ოქროს კვერცხის საიდუმლო (სხვაგვარად არც არის მოსალოდნელი, რადგან ჰარიმ მანამდე ის დრაკონების შესახებ გააფრთხილა).; მესამე დავალების დროს ლაბირინთში ჰარიმ ორჯერ იხსნა სედრიკის სიცოცხლე და ის უარს ამბობს აიღოს სამი ჯადოქრის თასი(თუმცა პირველი მივიდა მასთან), რადგან თვლის რომ ჰარი უფრო იმსახურებს. მერე პოტერი აკეთებს იმსაბედისწერო შეთავაზებას ერთად აიღონ თასი, რადგან ეს ჰოგვორტსის გამარჯვებაა. თასი პორტალია და ბიჭები მიტოვებულ სასაფლაოზე აღმოჩნდებიან, სადაც ვოლდემორტის ბრძანებით სედრიკს პიტერ პეტიგრიუ (ხვოსტ) კლავს (ასე რომ პოტერს სედრიკის სიკვდილში “ბრალი” მხოლოდ იმის გამო მიუძღვის, რომ მანაც კეთილშობილება გამოიჩინა და თასის ერთად აღება შესთავაზა).latest (7)

თქვენის ნებართვით დამბლდორის გამოსამშვიდობებელი ფრაზით დავასრულებ:
“Remember Cedric. Remember, if the time should come when you have to make a choice between what is right and what is easy, remember what happened to a boy who was good, and kind, and brave, because he strayed across the path of Lord Voldemort. Remember Cedric Diggory.”

ამოს დიგორი

250 (2)ამოს დიგორი – მაგიის სამინისტროს “მაგიური ცხოველების კონტროლისა და რეგულაციის დეპარტამნეტის” თანამშრომელი. უფროსი დიგორი ღაჟღაჟა სახის და აჩეჩილი ყავისფერი თმის პატრონი გახლდათ. ის ძალიან ამაყობს თავისი შვილით და ყოველ წამს ახსენებს რა ყოჩაღი ბიჭი ჰყავს, მიუხედავად იმისა გადმოცემის ფორმა დამსწრე საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებს თუ არა.. მეორეს მხრივ ამოსი საკმაოდ მხიარული და მეგობრული ადამიანია.. კეთილგანწყობილია უიზლების ოჯახისადმი, თუმცა დიდი მეგობრები არ არიან ეტყობა, რადგან უიზლების ბავშვების სახელები ეშლება..

თუკი მისტერ დიგორი ნორამლურ ცხოვრებაში მხიარული და კონტაკქტურია, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სრულიად იცვლება.. მსოფლიო ჩემპოინატზე მომხდარი შემთხვევისას ჩანს მისი ჯიუტი და მიზანმიმართული ხასიათი.. აღმოაჩენს ვინკის დანაშაულის ადგილზე და გაცხარებით შეუდგება მის დაკითხვას.. შეიძლება მისი ქცევა ზედმეტად უხეშად მოგეჩვენოთ.. ხანდახან კონტროლს კარგავს და თავის საზღვრებსაც სცილდება.. ამ დაკითხვისას ვინკს ძალიან უხეში ინტონაციით მიმართავს “ელფო!” და არა სახელით.. ის რომ ნებისმიერი გზით უნდა მიაღწიოს საწადელს და პლიუს ამას რომ გამოცდილია დაკითხვის თუ ბრალდების ამბებში ნათლად ჩანს მისი და უფროსი კრაუჩის საუბრიდან.. თუმცა ბოლოს მოეგება გონს და დაუთმობს მაინც წოდებით უფროსს..
სედრიკის სიკვდილის შემდეგ განადგურებულია და დიდი ხნის განმავლობაში ღრიალებს გამწარებული.. მას ლაპარაკის თავი არა აქვს და გასაგებიცაა მისი მდგომარეობა.. იგივე მდგომარეობაშია როცა ჰარის სანახავად მივლენ საავამყოფო ფლიგელში.. ამ სცენების შემდეგ მისტერ დიგორი მგონი მეტად აღარ ჩანს..224

2. მისის დიგორიზე ბევრი არაფერი ვიცით.. ის უფრო ცივსისხლიანი და შედარებით უემოციოა ვიდრე მისი მეუღლე.. “სამთა ტურნირის” ფინალს ესწრება პირადად.. შემდეგ ჩანს რომ ესაუბრება პროფესორ სპრაუტს (ჰაფლეფაფის დეკანი), დამბლდორს და ბოლოს ჰარის.. მადლობას გადაუხდის სედრიკის სხეულის ჰოგვარტსში დაბრუნებისთვის და იუარებს 1000 გალეონის აღებას ჰარისგან.. ჩანს რომ სედრიკის კეთილშობილება უფრო დედის დამსახურებაა ვიდრე მამის..

რონ უისლი

latest (5)დაბადების თარიღი: 1980 წლის პირველი მარტი (ოხხ, როულინგის სიმბოლიზმი რომ არა, რა გვეშველებოდა ნეტა
სტატუსი: წმინდასისხლიანი
მშობლები: დედა – მოლი პრუეტ უიზლი; მამა – არტურ უიზლი
და-ძმები: ბილი, ჩარლი, პერსი, ფრედი, ჯორჯი, ჯინი
მეუღლე: ჰერმიონა გრეინჯერი
შვილები: როუზი, ჰიუგო
ნათლული: ჰარის უფროსი ვაჟი, ჯეიმს სირიუს პოტერი
წლები ჰოგვორტსში: 1991 წელს ჩაირიცხა გრიფინდორის ფაკულტეტზე. 1995-1997 წლებში ამავე ფაკულტეტის პრეფექტი და ქვიდიჩის გუნდის მეკარე. ბ.უ.ა.ს გამოცდებში დაიმსახურა შვიდი მოსალოდნელზე მაღალი და ჩაიჭრა მხოლოდ მისნობასა და მაგიის ისტორიაში. მიღებული აქვს ჯილდო სკოლის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების გამო (მეორე კურსზე).
ორგანიზაცია: დამბლდორის არმია
ბოგარტი: ობობა
პატრონუსი: ძაღლი latest (6)
კარიერა: რონმა აისრულა ოცნება და კინგსლი შეკლბოლტის მინისტრობის დროს აურორი გახდა. აგრეთვე ეხმარებოდა ჯორჯს Weasley’s Wizard Wheezes ბიზნესის მართვაში, რომელსაც ეს უკანასკნელი მარტო უძღვებოდა ფრედის სიკვდილის შემდეგ. თუმცა უნდა ვივარაუდოთ რომ ეს შედარებით გვიან ხდებოდა, შედარებით მშვიდი პერიოდის დადგომის შემდეგ, რადგან აურორობა და დარჩენილი პაჟIრატელების დევნა რონისგან დაძაბული მუშაობის რეჟიმს მოითხოვდა.225

უიზლების უმცროსმა ვაჟმა მთელი ცხოვრება ვიღაცის ჩრდილში გაატარა: სახლში – ძმები, სკოლაში – მეგობრები. თუმცა რონს ძალიან კეთილი გული და იუმორის შესანიშნავი გრძნობა აქვს, რაც უდაოდ დაეხმარა იმაში რომ არ გადაიქცა ბოღმიან და გაბოროტებულ ბიჭად. ასე თუ ისე მან გადაიტანა “საყოვეელთაო დაჩრდილვა” და მეგობრებს მუდამ მხარში ედგა. მან ერთ-ერთი უდიდესი როლი ითამაშა ვოლდემორტის დამარცხება