შელოცვები

1. Accio (ლათ ‘აAccio’ გამოძახება) რაიმე საგნის გამოხმობა ლევიტაციის გზით
2. Aguamenti (ლათ ‘aqua’ წყალი ლათ ‘mentis’ ჭკუა) წყლის გამოძახება ჯადოსნური ჯოხიდან
3. Alohomora (ლათ ‘Alohomora’ ქურდების ფავორიტე) ჩაკეტილი კარების გაღება
4. Anapneo (ბერძ ‘Anapneo’ სუნთქვა) სასულეშ გახსნა (რო გადაგცდება)
5. Aparecium (ლათ ‘apareo’ გამოჩენა) უხილავი მელნიტ დაწერილის გამოჩენა
6. Apparitium (ლათ ‘apareo’ გამოჩენა) ტელეპორტაცია
7. Avada Kedavra (არაბ ‘adhadda kedhabhra’ საგნის განადგურება) მომაკვდინებელი წყელვა
8. Avis (ლათ ‘Avis’ ჩიტი) პატარა ჩიტების გაჩენა ჯოხიდან
9. Colloportus (ლათ ‘colligo’ ერტად შეკვრა, ლატ ‘პორტუს’ კარი) კარის ჩაკეტვა
10. Confringo (ლათ ‘confringo’ დამსხვრევა) ობიექტის აფეთქება
11. Confundo (ლათ ‘confundo’ არევა) თავგზის არევა
12. Crucio (ლათ ‘crucio’ ტანჯვა) წამება
13. Deletrius (ლათ ‘deletrius’ განადგურება) შლის ჯოხიდან გამომავალ გამოსახულებას
14. Defodio (ლათ ‘defodio’ თხრა) გათხრა
15. Densaugeo (ლათ ‘dens’ კბილი ლათ ‘augeo’ გაზრდა) მსხვერპლის კბილების გაზრდა250 (5)
16. Descendo (ლათ ‘descendo’ ჩამოსვლა) დაპატარავება
17. Diffindo (ლათ ‘diffindo’ გახსნა) გაჭრა
18. Dissendium (ლათ ‘disicio’ დანაწილება) განცალკევება
19. Duro (ლათ ‘duro’ გამაგრება) ობიექტის ქვად გადაქცევა
20. Engorgio (ფრ ‘engorger’ გადაყლაპვა) გადიდება
21. Episkey (ბერძ ‘episkeyazo’ შეკეთება) დაზარალებულის შეკეთება
22. Erecto (ლათ ‘erigere’ გასწორება) ობიექტის გასწორება
23. Evanesco (ლათ ‘evanesco’ გაქრობა) ობიექტის გაქრობა
24. Expecto Patronum (ლათ ‘expecto’ მიხედვა ლათ ‘patronus’ მფარველი) დემენტორებისგან დამცავი
25. Expelliarmus (ლათ ‘expelo’ გადაგდება ლათ ‘arma’ იარაღი) განიარაღება
26. Expulso (ლათ ‘expulso’ გადაგდება) ობიექტის აფეთქება
27. Finite Incantantem (ლათ ‘finite’ დასრულება ლათ ‘incantationem’ მოხიბვლა) წყევლის მოხსნა
28. Flagrate (ლათ ‘flagro’ დაწვა) ცეცხლოვანი ხაზით მონიშვნა
29. Furnunculus (ენგ ‘furncle’ ფურუნკული) მუწუკების გაჩენა
30. Geminio (ლათ ‘geminare’ გაორმაგება) ობიექტის გაორმაგება
31. Glisseo (ფრ ‘glisser გასწორება) გაგლუვება
32. Impedimenta (ლათ ‘impedimentum’ დაბრკოლება) გაშეშება
33. Imperio (ლათ ‘impero’ გავლენა) ვიგაცაზე ზემოქმედება ისე რო რასაც გინდა იმას გააკეთებს
34. Impervius (ლათ ‘pervus’ გადაგდება) დაშლამება
35. Incarcerous (ლათ ‘incarcerare’ დატუსაღება) დაბმა
36. Incendio (ლათ ‘incendo’ ცეცხლის ანთება) ცეცხლის გაჩაღება
37. Langlock (ენგ ‘lang’ ენა ენგ ‘lock’ ჩაკეტვა) ენის სასაზე მიწებება
38. Legilimens (ლათ ‘legens’ კითხვა ‘mens’ ჭკუა) სხვისი აზრების წაკითხვა
39. Levicorpus (ლათ ‘levo’ აწევა ლათ ‘corpus’ სხეული) მსხვერპლის ჰაერში ყირამალა გადმოკიდება
40. Locomotor (ლათ ‘loco’ ადგილიდან ლათ ‘motionem’ გადაადგილება) ლევიტაციით ობიექტის გადაადგილება
41. Lumos (ლათ ‘lumen’ შუქი) განათება
42. Mobiliarbus (ლათ ‘mobilis’ გადაადგილებადი ლათ ‘arbor’ ხე) ხეების გადაადგილება
43. Mobilicorpus (ლათ ‘mobilis’ გადაადგილებადი ლათ ‘corpus’ სხეული) სხეულის გადაადგილება
44. Morsmordre (ლათ ‘mors’ სიკვდილი ლატ ‘mordere’ კბენა) შავი ნიშნის გამოჩენა
45. Muffliato (ენგ ‘muffle’ ხმის ჩახშობა) მსხვერპლს ასმენინებს ზუზუნს
46. Nox (ლათ ‘nox’ ღამე) შუქის ჩაქრობა
47. Obliviate (ლათ ‘oblivisci’ დავიწყება) მახსოვრობის წაშლა
48. Obscuro (ლათ ‘obscuro’ გადაფარება) ვიღაცის დროებით დაბრმავება
49. Orchideous (ლათ ‘Orchideae’ ორქიდეა) ყვავილების გაჩენა
50. Petrificus Totalus (ლათ ‘petrificare’ გაქვავება ლატ ‘totalis’ მთლიანად) ხელფეხშემკვრელი ჯადო
51. Protego (ლათ ‘protego’ დაცვა) დამცავი ფარი
52. Reducio (ენგ ‘reduce’ შემცირება) დაპარავება
53. Reducto (ენგ ‘reducen’ შემცირებული) გატეხვა, დამსხვრევა
54. Relashio (ლათ ‘relascio’ დასვენება) ნაპერწკლების გამოყრა ჯოხიდან
55. Rennervate (ფრ ‘re’ ახლიდან ფრ ‘nervus’ ნერვი) გაქვავებულის გამოცოცხლება
56. Reparo (ლათ ‘reparare’ შეკეთება) გატეხილის გამთელება
57. Rictusempra (ლათ ‘rictus’ დამთქნარება ლატ ‘sempra’ მუდმივად) მსხვერპლს აცინებს დაუსრულებლად
58. Riddikulus (ენგ ‘ridiculous’ სასაცილო) ბოგარტის საწინააღმდეგო
59. Scourgify (ლათ ‘excoriata’ განთავისუფლება) გაწმენდვა
60. Sectumsempra (ლათ ‘seco’ გაჭრა ლატ ‘sempra’ ყოველთვის) გაჭრა
61. Serpensortia (ლათ ‘serpens’ გველი ლატ ‘ortir’ გაჩენა) გველის გაჩენა
62. Silencio (ლათ ‘silencio’ გაჩუმება) დროებით ხმის დაკარგვა
63. Sonorus (ლათ ‘sonorus’ ხმამაღლა) ხმის გაზრდა
64. Tarantallegra (ლათ ‘tarantella‘ იტ ‘alegro’ სწრაფად) მსხვერპლს აცეკვებს
65. Tergeo (ლათ ‘tergeo’ გაწმენდვა) მოწმენდვა
66. Waddiwasi (შვედ ‘vadd’ რბილი მასა ფრ ‘vas y’ წასვლა) რეზინის სროლა ჯოხიდან
67. Wingardium Leviosa (ენგ ‘wing’ ფრთა ლათ ‘levo’ აწევა) ლევიტაცია

გრინდილოუ

250გრინდელოუ არის ფერმკრთალი, მწვანე წყალქვეშა ქმნილება, რომელიც ცხოვრობს ჭაობებში და მწვანე წყალმცენარეებით დაფარულ ფსკერზე. მას აქვს მწვანე კბილები, წვეტიანი რქები და ძლიერი და გრძელი თითები. ეს უკანასკნელი მას იმაში სჭირდება, რომ მოეჭიდოს ფსკერს ან წყალმცენარეებს. გრინდელოუები არიან ძლიერები და აგრესიულები ჯადოქრებისა და მაგლების მიმართ. ისინი ცხოვრობენ ჰოგვორტსის ტბაში და 1994 წელს ჩატარებულ სამი ჯადოქრის ტურნირში ერთ-ერთი ყველაზე რთულად გადასალახ დაბრკოლებად ითვლებოდნენ.

latest (4)

მრავალწვნიანი სასმელი

140მრავალწვნიანი სასმელი არის ძალიან რთული სასმელი რაც უფლებას აძლევს მსმელს მიიღოს სხვა ადამიანის ფორმა. მას შეუძლია შეცვალოს ასაკიც და სქესის, მაგრამ მრავალწვნიანი სასმელის გამოყენება ცხოველად გადაქცევისთვის ან ნახევრად გოლიათისთვის ადამიანის ფორმის მიღება შეუძლებელია. იგი გამოყენებული იყო მეორე ჯადოქრულ ომამდე და მის დროს (აგრეთვე შესაძლებელია პირველ ჯადოქრულ ომში, მაგრამ არ არსებობს ამის დამადასტურებელი ფაქტები).
ტრანსფორმაციისთვის აუცილებელია იმ ადამიანის რაღაც ნაწილი – ძირითადად თმა – რომლადაც უნდა გადაიქცეთ. სანამ ეს უკანასკნელი ინგრედიენტი არის ჩამატებული, მრავალწვნიანი სასმელი გამოიყურება როგორც სქელ, მუქ და ტალახიან სითხედ, რომელიც ბუყბუყებს ნელ-ნელა. როდესაც ადამიანის ნაწილი არის ჩამატებული, სასმელი იცვლის ფერს; იგი რეაგირებს ადამიანის ხასიათზე. “კეთილ” ადამიანად გადაქცევისას სასმელი უფრო გემრიელია, ხოლო “ბოროტ” ადამიანად გადაქცევისას კი პირიქით. 235
ჰარი პოტერის სასმელი იყო წმინდა ოქროსფერი, ხოლო გრეგორი გოილის სასმელის გემო კი იყო “გადახარშული კომბოსტოსი”, ბელატრისა ლესტრეინჯის “საზიზღარი, გურდის ფესვზე უარესი” და მაფალდა ჰოპკირკისა კი სასიამოვნო ჰელიოტროპისა. შესაბამისად, სასმელის გემო ცვალებადია.
ერთი დოზის ეფექტი გრძელდება ერთი საათი, თუმცა რაც უფრო დიდია დოზა, მით უფრო დიდხანს გრძელდება ეგექტი. დიდხნიანი ეფექტი ბოლოს იყო 1997 და 1998 წლებში, როდესაც ჰარი პოტერი, რონალდ უისლი და ჰერმიონ გრეინჯერი შენიღბულნი შევიდნენ მაგიის სამინისტროში რომ მოეპოვებინათ ჰორკრუქსი.
თუ ადამიანი მოკვდება მრავალწვნიანი სასმელის ეფექტის დროს, როგორც მისის კრაუჩი, ისინი სამუდამოდ დარჩებიან იმ ადამიანის ფორმაში, რომელშიც გადაიქცნენ.
მრავალწვნიანმა სასმელმა შეიძლება ადამიანი გარდაქმნას საპირისპირო სქესში. იგი ცვლის ასაკს და ჭრილობებს, მაგალითად, ბარტი კრაუჩ უმცროსს დასჭირდა ჯადოსნური თვალი და ხის ფეხი როდესაც გადაიქცა ალასტორ მუდად. გადაქცევისას მეორდება თანდაყოლილი მდგომარეობები, მაგალითად, როდესაც ჰერმიონ გრეინჯერი გადაიქცა ჰარი პოტერად, მას დასჭირდა სათვალეები რომ კარგად დაენახა.
სასმელი მეტად რთულია და შეიძლება ცუდად იყოს გამოყენებული. როდესაც ჰერმიონმა მიიღო მრავალწვნიანი სასმელი მეორე კურსზე, მას უნდოდა მიეღო მილისენტ ბულსტროდის ფორმა, მაგრამ შეეშალა და მილისენტის თმის მაგივრად კატის თმა ჩააგდო. შესაბამისად, ჰერმიონი ნახევრად გადაიქცა კატად და ერთი საათის შემდეგ ვეღარ გადაიქცა თავის ფორმაში. latest (2)
იგი წავიდა საავადმყოფო ფლიგელში და ვერ გამოსწორდა ზამთრის არდადეგების დასრულებამდე.
მრავალწვნიანი სასმელი პირველად შეგვხვდა მეორე კურსზე და მან მიიღო მიიღო გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰარი პოტერის, რონ უისლისა და ჰერმიონ გრეინჯერისათვის, როდესაც ისინი იძიებდნენ საიდუმლო ოთახის შესახებ. ის აგრეთვე გამოიყენა გრეგორი გოილმა და ვინსენტ კრაბმა, როდეაც დარაჯობდნენ დრაკო მალფოის მაშIნ, როდესაც იგი უჩინმაჩინის კარადის გამთელებას ცდილობდა მეექვსე კურსზე. ეს სასმელი პერსონაჟებმა აგრეთვე გამოიყენეს მეშვიდე წიგნში: როდესაც ჰარი მოდიოდა ლითლ უინგინგიდან, როდესაც ჰარი რონი და ჰერმიონი შეიჭრნენ მაგიის სამინისტროში და გრინგოტსის ჯადოქრულ სამყაროში  225

მრავალწვნიანი სასმელი:
ამ წამლის დამზადებას 1 თვე სჭირდება.რადგან საკმაოთ რთული შემადგენლობა აქვს.
წურბელები
ფართო ფრთიანი ბუზები
წყალმცენაარეები
მატიტელა
ორრქიანი ცხენის დაფქვილი რქა
გუდაფშუტას გაეხილი კანი
იმ ადამიანის სხეულის ნაწილი რათაც გიდნა გადაიქცე. ეს ნაყენი ადამიანს აძლევს საშვალებას 1 საათით სხვა ადამიანის სახე მიიღოს. ნაყენი არ მოქმედებს ცხოველებზე. თუ ადამიანმა შემთხვევით ცხოველის ნაწილიანი ნაყენი დალია გარდასახვა შეიძლება არასრულად მოხდეს და ერთ საათში ადამიანის სახე არ დაბრუნდეს.
ინგრედიენტები: ფართოფარფლიანი ბუზები, წურბელები, წყალმცენარეები, მატიტელა, გუდაბშუტას გახეხილი კანი და ორრქიანი ცხენის დაფქვილი რქა და იმ ადამიანისსხეულის ნაწილები რომლადაც გადაქცევა გვინდა.
ფართოფრთიანი ბუზები 21 დღე უნდა იხრაკებოდეს, წყალმცენარეები სავსე მთვარისას უნდა დაიკრიფოს. ნაყენის მომზადე ბას ერთ თვემდე სჭირდება.
მომზადების წესი:
წყალმცენარეები სავსე მთვარისას უნდა დაიკრიფოს, ფართო ფრთიანი ბუზები 21 დღეს ვხრაკოთ. latest (3)
როდესაც სასმელი მზათ იქნებ ჩავუმატებთ მსხვერპლის რამე ნაწილს მაგალითად თმის ღერი.და კდიევ ერთხელ წამოვადუღებთ.ამის შემდეგ სასმელი იმ ხილბოსტნეულის გემოს მიიღებს რომელიც იმ ადამიანს გავს რითაც იქცევით.პირველათ ეს ნაყინი ჰარიმ რონიმ და ჰერმიონამ დაამზადეს მეორე კურსზე.რომ დაედგინათ ვინ იყო სლიზერინის მემკვიდრე.როდესაც ნაყინი დაამზადეს ტალახისფერი იყო როცა კრაბი და გოილის თმის ღერი ჩაუმატეს სასმელი მწვანე გახდა აყროლდა და დამპალი კომბოსტოს გემო მიიღო.ასევე კიდევ ორჯერ გვხვდება და მოკლეთ გეტყვით ერთხელ როცა სლაგჰორნი თავის წამლებს ჩამოიტანს სიყვარულის,ფელიქს ფელიცისი, ვერიტარეუზმი, და მრავალწვნიანი. რა თქმა უდნა სლაგჰორნს ეს წამლები საჩვენებლათ ქონდა და აგამოყენებას არ აპირებდა მაგრამ დრაკო მალფოი წაპნიდა და კრაბს და გოილს ალევინებდა რომ საიდუმლო ოთახთან ედარაჯათ.
მესამეთ კი როცა ჰარი სრულწლოვანი გახდა და დამცავი ჯადო მოეხსნა პრივიტ დრავის მაშინ გადაყავდათ ფენიქსის ორდენს მუდის გეგმა ასეთი იყო 6 ადამიანს დაალევინეს მრავალწვნიანი სასმელი და თითომ თითო მოისვა გვერძე ანუ სულ შვიდი პოტერი.

დემენტორი, ბოგარტი, ინფერიუსი და თესტრალი

1c81d22dbdecდემენტორი დემენტორი ერთ ერთ ყველაზე სასტიკი არსებაა.როულინგის სამყაროში.ისინი თავდაპირველათ იცავდნენ აზკაბანას ციხეს ეს ჯადოქრების ციხეა. ახლა გეტყვით რას საქმიანობდნენ ეს არსებები იქ: მათთვის არ ქონდა აზრი პატიმარი დამნაშავე იყო თუ არა. ისინი ადამიანის დადებითი ემოციებით იკვებებოდნენ დროთა განმავლობაში პატიმარი გიჟდებოდა. აბა როგორია თავი ყველაზე საცოდავი რო გგონია და პატარა კარგი მოგონება არ გაქვს.:) გადავიდეთ უშუალოთ დახასიათებაზე: ეს არსება გვამს გავს შემოსილები არიან შავი ნაჭრით არ უჩანთ სახე არც მიწაზე დადიან.ის თუ მოგიახლოვდა გარშემო ყველაფერი იყინება ბნელდება და სხეულში რაღაცნაირი გრძნობა გეუფლება აი დაახლოებით თითქოს მოითენთე..:) კიდევ მათ აქვს ერთი უნარი რასაც ჯადოქრები დემენტორის კოცნას ეძახიან. ძირითადათ ამ “სიამოვნებას” სასტიკი დამნაშავეები იღებენ. დემენტორი პატიმარს სულს წოვს. პატიმარი ნაწილობრივ არ კვდება. სხეული ცოცხალია მაგრამ სძინავს დაახლოებით კომაში ჩავარდნილი ადამიანივით. გული, ტვინი, ყველაფერი უმუშავებს მაგრამ სული აღარ არის მის სხეულში. სწორეთ ეს ემუქრებოდა სირიუს ბლექს მაგრამ ვინც ამით დაისჯება ერთი უპირატესობა აქვთ ისინი ნახავენ დემენტორის სახეს. დემენტორი ინფერიუსისგან განსხვავებით დამოუკიდებელი არსება რასაც უნდა იმას გააკეთებს მათ არ ყავთ ვინმე უფროსი. ამის ნათელი მაგალითი კი ის არის რომ ბნელ ბატონს შეუერთდნენ სამწუხაროთ წელი აღარ მახსოვს.და ბოლოს მისგან თავდაცვა:უნდა წარმოთქვათ შელოცვა Expecto Patronum და იფიქროთ ყველაზე კარგი რაც გადაგხდენიათ და ბედნიერი ყოფილხართ თუ შელოცვა კარგათ გამოგივათ თქვენი ჯოხიდან პატრონუსი გამოიჭრება თქვენი მფარველი ცხოველი და განდევნის ყველა დემენტორს თუმცა ამ შელოცვის გაკეთება ბევრ ზრდასრულ ჯადოქარსაც კი უჭირს.

26f8a501c0afბოგარტი ბოგარტი ჯადოსნური არსებაა რომლის ნამდვილი გარეგნობა არავინც იცის ის ცხოვრობს ისეთ ადგილას სადაც ერთი ნათელი სხივი არ არის.და არავინ შეაწუხებს. ხოლო თუ სადმე გადაგეყარათ:) ის მაშინვე იმ არსებათ გადაიქცევა რომლისაც ყველაზე ძლიერ გეშინიათ. ბოგარტი ხშირათ არის მოხსენებული ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვეში როდესაც ლუპინი იყო მასწავლებელი მოსწავლეებს ამ არსებისგან დაცვას ასწავლიდა.მაგ. როცა ნევილმა ნახა ბოგარტი ის სნეიპათ გადაიქცა, რონთან რა თქმა უნდა ობობათ, ჰარისთან დემენტორათ.ჰერმიონზე კი პროფესორ მაკონაგელათ და ყვიროდა ჩაიჭერიო. ამ ცხოველისგან თავი უნდა დაიცვათ შემდეგნაირათ: უნდა წარმოთქვათ შელოცვა რიდიკულუს და რამე სასაცილოზე იფიქროთ მაგ: ნევილმა სნეიპ ბოგარტს რომ შეულოცა რიდიკულუს, თან წარმოიდგინა სნეიპი ბებიამისის ვარდისფერ ქუდში და ჩანთაში.. სნეიპ ბოგარტი მაშინვე გაქრა.

1559623ინფერიუსი ინფერიუსი არის მკვდარი სხეული, გვამი რომელიც იმართება შავი მაგიის შედეგად. იგი გააცოცხლა ბოროტმა ჯადოქარმა შავი მაგიის დახმარებით. ის არ არის ცოცხალი, და იმართება მისი მომჯადოებლლის მიერ როგორც მარიონეტი, თოჯინა.მისი მართვა შეუძლია მხოლოდ მის გამცოცხლებელ კადოქარს ან გრძნეულს. ინფერიუსს არ შეუძლია თავისით ფიქრი. ინფერიუსის ამოცნობა შეიძლება მხოლოდ თვალებიში ჩამდგარი თეთრი ნისლით. სხვა მხრივ ის ადამიანს გავს ფიზიკურად. ინფერიუსების შექმნა მაგიის ერთ ერთი განხრით ნეკრომაციის საშვალებით არის შესაძლებელი. ისინი იყვნენ მცველები ვოლდემორის ჰორკრუქსისა რომელიც ზღვის სანაპიროსთან გამოქვაბულში თბის შუაში იმალებიდა. ამ იმფერიუსების ერთედერთი მიზანი ჰორკრუქსის დაცვა იყო და ამისთვის ყველაფერს აკეთებდნენ. როდესაც ჰარიმ ჰორკრუქსის მოხმობა გადაწყვიტა მას სწორედ ინფერიუსი გადაეგობა. ინფერიუსის ვნება ჩვეულებრივი მაგიით თითქმის შეუძლებელია ისინეი ვერ განიცდიან ვერანაირ ტკივილს და შიშს გარდა ერთისა. მათი საცხოვრებელი ადგილი ნესტიანი და ბნელია ამიტომაც მათ წინააგმდეგ ერთადერთი იარაგი სინათლე და სითბოა. ინფერიუსი უფრო მოდიფიცირებული და წკვიანია ვიდრე ჩვეულებრივი ზომბი. ჯადოქრულს სამყაროში ინფერიუსად თავის გასაღება საშიშია და ამავე დროს დანაშაულიც და ისჯება აზკაბანში ჩასმით როგორც “მანდანგუს ფლეტჩერი” დაისაჯა. INFERI-იდ ლათინელები ბერძნული მითოლოგიის ღმერთ ჰადესს მოიხსენიებდნენ. ბერძნები ჯოჯოხეთს სადაც მკვდრები სახლობდნენ. ვოლდემორი ინფერიუსებს ბევრ რამეში იყენებდა: ჰორკრუქების დაცვაში, ომებში, ხალხის დაშინებაში და სხვა. მან იმდენი ადამიანი დახოცა შეეძლო მთელი არმია შეექმნა. ვოლდემორმა ჯადოქრულ ომებშიც ინფერიუსები გამოიყენა.

76b3c20922dbთესტრალი თესტრალი ფრთიანი ცხენის ჯიშის ცხოველია, რომელსაც ჩონჩხის სხეული, ქვეწარმავლის სახე და ღამურის მსგავსი ფრთები აქვს. ისინი იშვიათი არსებები არიან და მაგიის სამინისტროს აზრით საშიშნიც. თესტრალებზე მცდარი წარმოდგენა აქვს ბევრ ჯადოქარს, რადგან მას ხშირად უიღბლობის და აგრესიული ცხოველის სტატუსს აწერენ იმის გამო რომ თესტრალებს მხოლოდ ისინი ხედავენ ვისაც სიკვდილი უნახავს. მათი კლასიფიკაციიდან გამომდინარე მხოლოდ გამოცდილ ჯადოქარს შეუძლია მათი გამკლავება. თესტრალების მოშინაურება მაგიის სამინისტროს თანხმობის გარეშე არალეგალურია, განსაკუთრებით მათთვის ვინც მაგლებით დასახლებულ ადგილას ცხოვრობს. (ასეთ შემთხვევაში ჯადოქარმა ხშირად უნდა გაუკეთოს თავის ფრთებიან ცხოველს დეილუზიონირების შელოცა) თესტრალებს ბევრი ჯადოქრისთვის გამაღიზიანებელი გარეგნობა აქვს. კერძოთ ისინი, ვინც ხედავენ მათ ხშირად აღწერენ თესტრალებს როგორც ავის მომასწავებელ და შემზარავ არსებებს. ეს პირველი შთაბეჭდილება მხოლოდ იმის ბრალი არაა რომ მათ უზარმაზარი თითქოს ძვლებისგან აგებული სხეული აქვთ, არამედ მათი დრაკონისმაგვარი სახიდან და ელვარე თვალებიდან. თესტრალები ერთი შეხედვით მოსაწყენი და მონოტონური არსებები არიან, მაგრამ რუბეუს ჰაგრიდის ნათქვამის მიხედვით, ისინი საშინლად ჭკვიანები არიან. და მართლაც, მოშინაურებული თესტრალი საკმარისად ჭკვიანია იმისთვის რომ გაიგოს თუ სად სურს პატრონს გადაადგილება. თესტრალებს ბნელი გარემო უყვართ. მათი ძირითადი საცხოვრებელი ადგილი არის ტყე. ერთმანეთთან ყურებისწამღები ხმებით და უცნაური ყვირილით კონტაქტობენ, რომელიც ცოტა არ იყოს მონსტრ-ჩიტის ხმას უფრო გავს. ისინი ლოიალური არსებები არიან და შეუძლიათ ერთმანეთისგან განასხვავონ მტერი და მეგობარი. ისინი თავს ესხმიან ყველას და ყველაფერს რაც მათთვის საშიშროებას წარმოადგენს და თუ თესტრალი მოშინაურებულია, პატრონის მტერსაც არ დააყრის კარგ დღეს. თესტრალები ხორცისმჭამელი არსებები არიან. პროფესორი გრაბლი ბლენკი ახსენებს რომ ისინი ხშირად ესხმიან თავს მფრინავ არსებებს, მაგალითად ჩიტებს. ამით თესტრალები არა მარტო საჭმლისთვის ნადირობენ, არამედ ფრენაშიც ვარჯიშობენ. ის თესტრალები რომლებიც ჰოგვორტსის შემოგარენში ცხოვრობენ კარგად იკვებებიან და გაწვრთნილებიც არიან. ისინი არასოდეს ესხმიან თავს სხვა ტყეში მობინადრე არსებებს ან სტუდენტებს თუკი ზედმეტად არ შეწუხდებიან. თესტრალის კუდის ბალანი საკმაოდ ძლიერი და გამოსადეგი მატერიაა რომელსაც კარგად გამოცდილი ჯადოქარი ცოდნის შემთხვევაში კარგად გამოიყენებს. საქმე იმაშია რომ ამ ბალნით ჯადოსნურ ჯოხებს ამზადებდნენ და მსოფლიოში ყველაზე ძლიერ ჯადოსნური ჯოხში – დიდგულას ჯოხშიც სწორედ თესტრალის კუდის ღერი იყო ჩადებული. თესტალების ყველაზე უჩვეულო უნარი ალბათ მათი იმ ადამიანებისადმი უხილავობაა ვისაც სიკვდილი არ უნახავს. მათ კარგი ყნოსვა აქვთ განვითარებლი და შეუძლიათ შორი მანძილიდან შეიცნონ სისხლისა და ახალი ხორცის სუნი. მათ გააჩნიათ არაჩვეულებრივი ორიენტაციის უნარი. კერძოდ შეუძლიათ ზუსტად გამოიცნონ სად სურთ მათ პატრონს წასვლა. შეუძლიათ ძალიან დიდი წონის ტარება დამატებული საკუთარი წონა. მათ ალბუს დამბლდორი ხშირად იყენებდა როცა არ სურდა ან არ შეეძლო გამოეყენებინა აპარაცია, ცოცხი ან სხვა სატრანსპორტო საშუალება. მაგრამ საერთოდ მათ როგორც გადასაადგილებელ საშუალებას იშვიათად იყენებენ. ეს ალბათ მაინც ხალხის ცრურწმენის ბრალია რომ ისინი სიკვდილის მომასწავებელი არსებები არიან.

მანდრაგორა

latestმანდრაგორა, იგივე მანდრეიკი, არის ნარკოტიკული მცენარე და იწვევს ჰალუცინაციებს. ძველ სამყაროში სჯეროდათ რომ უნაყოფო ქალები მისი შეჭმის შემდეგ ორსულდებოდნენ.
მანდრაგორას ფესვი მოყვანილობით ჰგავს ადამიანის ფიგურას, თავი, ორი ხელი და ორი ფეხი.
ასევე სჯეროდათ, რომ მანდრაგორას ფესვის ამოთხრის შემდეგ ის საშინელი ხმით წიოდა და ვინც ამ ხმას მოისმენდა კვდებოდა სპეციალური წესიც კი შეიმუშავეს ფესვის ამოსათხრელად. ადამიანს ფესვის გარშემო ღრმად უნდა შემოეთხარა მაგრამ არ ამოეღო, შემდეგ მცენარეზე თოკით უნდა მიება ძაღლი, თვითონ მოშორებით
მანდრაგორა არის მცენარე რმელსაც დამწიფებისთვის ძალიან დიდი დრი ჭირდება . მისი გადარგვისას აუცილებლად უნდა გვეკეთოს ყურსაცავები, რადგან მისი კივილი დამაყრუებელია.
მანდრაგორას დიდი აღმდგენი ძალა აქვს,ის გამოიყენება ტრანსფიგურირებული და დაწყევლილი ადამიანების პირვანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად,თუმცა მისი ტირილის გაგონება სასიკვდილოა,პატარა ნერგების გამოკლებით.ისნი მხოლოდ გულის წასვლას იწვვევს. ფილმში “ჰარი პოტერი” მანდრაგორა გამოიყენეს ჰერბიოლოგიის გაკვეთილზე სადაც ასწავლიდა მასწავლებელი მათ გადარგვას და მის უარყოფით და დადებით ნიშნებს, ასევე იგი გამოიყენეს მისის ნოროსის “გასაცოცხლებლად”.

ქვიდიჩი

1311693619_wlkrkქვიდიჩი — ერთ-ერთი ჯადოქრული სპორტი ჯოან როულინგის ნაწარმოებებში. ქვიდიჩს თამაშობენ მფრინავი ცოცხების საშუალებით. ქვიდიჩის გუნდში არის შვდი მოთამაშე და ოთხი ბურთი: ქუაფილი, ორი ბლაჯერი და სნიჩი. ქუაფილი დაახლოებით ფეხბურთის ბურთის ზომის წითელი ბურთია, რომლითაც მოთამაშეები გოლს იტანენ, თითოეული გოლი ათი ქულაა. ბლაჯერები ქუფილზე ოდნავ პატარა შავი ბურთებია, რომლებიც მოთამაშეებს თავს ესხმიან და მათი ცოცხიდან ჩამოგდებას ცდილობენ. სნიჩი მოზრდილი კაკლის ტოლა ოქროს ბურთია, რომელსაც ვერცხლის ფრთები აქვს, იგი ძალიან სწრაფია, ძნელად დასაჭერი და მას გადამწყვეტი როლი უკავია თამაშში. გუნდში შვიდი მოთამაშეა: სამი ჩეიზერი, რომლებიც ქუაფილის კარში გატანას ცდილობენ. მეკარე-რომელიც კარს იცავს. ორი ბიტერი, რომლებიც მოთამაშეებს ბლაჯერებისგან იცავენ. სიკერი-რომელიც სნიჩს დასდევს და სანამ მას არ დაიჭერს თამაში არ მთავრდება, სნიჩის დაჭერა 150 ქულაა. ქვიდიჩი არის ჯადოქრების სპორტი, სადაც ცოცხებით დაფრინავენ და სულ 7 მოთამაშეა: სამი ჩეიზერი, ორი ბიტერი ერთი სიკერი და ერთი მეკარე. ჩეიზერების მოვალეობაა: წაართვან ბურთი – ქუაფლი, მოწინააღმდეგეს და გაიტანონ სამიდან რომელიმე გოლპოსტში, ნუ სადაც მოსახერხებელი იქნება. ბიტერების მოვალეობაა ურტყან თავის ჩოგნები ბურთ – ბლაჯერს და დაუმიზნონ მოწინააღმდეგეს რომ ხელი შეუშალონ თამაშში, სიკერის მოვალეობაა დაედევნოს უსწრაფესს პატარა ოქროს ბურთსს – სნიჩს და დაიჭიროს რაც 150 ქულას მოუტანს თავის გუნდს. გოლპოსტებში გატანილ ქუაფლს კი 10 ქულა მოაქვს და თამაში გრძელდება მანამ სანამ სიკერი სნიჩს არ დაიჭერს, ხოლო მეკარის მოვალეობა თქვენთვითონაც იცით, რომ უნდა დაიჭიროს ჩეიზერის მიერ ნატყორცნი ქუაფლი 

ანიმაგუსი

padfoot_to_sirius_black1  ანიმაგუსი ჯადოქარია,რომლსაც ცხოველად გადაქცევა შეუძლია.მაქციას კი არჩევანი არ აქვს.“

-ჰერმიონ გრეინჯერი ანიმაგუსსა და მაქციას შორის განსხვავებების გარჩევისას.

ანიმაგუსი არის ჯადოქარი,რომელსაც შეუძლია გადაიქცეს ცხოველად თავისივე სურვილისამებრ. ეს მეტამორფოზმაგუსის უნარისგან განსხვავებით,შესწავლილი უფროა,ვიდრე თანდაყოლილი. ანიმაგუსების შესახებ მოსწავლეებს ჰოგვორტსში მესამე კურსზე ასწავლიან.

დაუფლება

ანიმაგუსებად გახდომა მხოლოდ ძალიან ძლიერ და გაწაფულ ჯადოქრებს შეუძლიათ. სწავლის პროცესი ძალიან გრძელია,აქვს უკუჩვენებები და გარდასახვის მცდელობა შეიძლება უბედურ შემთხვევამდე მივიდეს. ვარჯიშის დასრულების შემდეგ ანიმაგუსს გარდასახვა ნებისმიერ დროს შეუძლია,ჯოხით ან უჯოხოდ.

ანიმაგუსს მხოლოდ ერთი ცხოველის ფორმის მიღება შეუძლია,ცხოველი კი მის მიერ არაა არჩეული. ცხოველის ფორმას განსაზღვრავს ანიმაგუსის პიროვნული თვისებები. უცნობია,შეუძლია თუ არა ანიმაგუსს რაიმე მაგიურ ცხოველად გადაქცევა. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა ცხოველის ფორმაში ისეთივეა,როგორიც ადამიანად ყოფნისას იქნებოდა. სხვაგვარად გრძელკუდა ვირთხის ფორმაში 12 წელს ვერ იქნებოდა,რადგან მღრღნელებს ძალზე ხანმოკლე სიცოცხლე აქვთ.

ყოველ ანიმაგუსს,ცხოველის ფორმაზე აქვს რაიმე ნიშანი,რომელიც ადამიანურ სხეულზეც აქვს. ეს შეიძლება იყოს როგორც კბილების წყობა,ისევე შეძენილი ნივთი,მაგალითად სათვალე. მაგალითისთვის,მინერვა მაკგონაგელს და რიტა სკიტერს ცხოველურ ფორმაზე თვალის გარშემო კონტურები ჰქონდათ,რაც სათვალის ტარებით იყო გამოწვეული,ხოლო პიტერ პეტიგრიუს თავზე მელოტი ადგილი ჰქონდა. თუკი ანიმაგუსი განიცდის დიდ ფიზიკურ ცვლილებას,მაგალითად,დაკარგავს კიდურს,ეს მისი ცხოველის ფორმაზეც აისახება.

გარდასახვისას ანიმაგუსი ტანსაცმელს კარგავს,ხოლო ისევ ადამიანური ფორმის მიღებისას ტანსაცმელი უბრუნდება. რა მოსდის ტანსაცმელს,უცნობია. დიდია იმის ალბათობა,რომ ტანსაცმელი მოჯადოებულია და იკარგება/ბრუნდება პატრონის გარდასახვისას. ამის ნათელი მაგალითია პიტერ პეტიგრიუ. სანამ სირიუს ბლექი და სევერუს სნეიპი მგელ-რემუს ლუპინს აკავებენ,იგი გარდაისახება ვირთხად და მისი ტანსაცმელი გარდასახვასთან ერთად ქრება. სხვა ახსნა კი შეიძლება იყოს ის,რომ ანიმაგუსი თავად ახდენს თავის ტანსაცმელზე კონცენტრაციას,რომელიც შეიძლება დაბრუნდეს,ან არ დაბრუნდეს ისევ ადამიანური ფორმის მიღებისას.

თუ ანიმაგუსი სათვალეს ატარებს,გარდასახვისას სათვალე მასთან ერთად გარდაისახება. ამგვარად,ანიმაგუსი ცხოველის ფორმაშიც კარგად ხედავს. სათვალის ჩარჩო თვალების გარშემო ლაქებად გამოისახება.

animagus1

ჩვეულებრივი ტრანსფიგურაცია და ანიმაგუსის ტრანსფიგურაცია

ძირითადი განსხვავება ჩვეულებრივ ტრანსფიგურაციასა და ანიმაგუსის ტრანსფიგურაციის უნარს შორის ისაა,რომ ანიმაგუსს გარდასახვა ნებისმიერ დროს,უჯოხოდ და შელოცვის გარეშე შეუძლია. ანიმაგუსობა უნარია,ტრანსფიგურაცია კი შელოცვას მოითხოვს. ანიმაგუსი ცხოველის ფორმაში ისევე აზროვნებს,როგორც ადამიანი – რიტა სკიტერს ხოჭოს ფორმაში პირადი საუბრების მოსმენა და დამახსოვრება შეეძლო. თუმცა,ანიმაგუსის გრძნობები ისეთი კომპლექსური არაა ცხოველის ფორმაში,როგორიც ადამიანის.

ანიმაგუსს ასევე აქვს ჩვეულებრივ ცხოველებთან კავშირის დამყარების უნარი. მათ შორის არის ზუსტი გაგება ამ უნარის სურვილისა და საჭიროებისა,თუმცა ზუსტი ხარისხი უცნობია. სირიუს ბლექს,იგივე მაწანწალას,ძაღლის ფორმაში,შეეძლო ელემენტარულ დონეზე დაემყარებინა კავშირი ჰერმიონ გრეინჯერის კატასთან. კომუნიკაციის ზუსტი ფორმა უცნობია,თუმცა ეს ტელეპატია არ იქნება,რადგან სირიუსმა მანამდე არ იცოდა კატის სახელი,სანამ ამას ჰერმიონი ეტყოდა. ასევე,პიტერ პეტიგრიუ მიმართულებებს და მინიშნებებს სხვა ვირთხებისგან იგებდა,როდესაც ალბანეთში ვოლდემორს ეძებდა.

არსებობს ერთი შელოცვა,რომელიც გამოსცემს ლურჯ და თეთრ ნათებას. ამ შელოცვას შეუძლია ანიმაგუსს აიძულოს ცხოველის ფორმიდან დაბრუნდეს ადამიანისაში.ერთხელ რემუს ლუპინმა და სირიუს ბლექმა პიტერ პეტიგრიუ ასე გამოიყვანეს ვირთხის ფორმიდან. ეს შელოცვა შეიძლება იყოს ჰომორფუს შელოცვა,რომელიც,გილდეროი ლოკჰარტის მტკიცებით,დაეხმარა მას მაქციის,მგლის ფორმიდან ადამიანის ფორმაში დაბრუნებაში. თუმცა,შეიძლება ვიფიქროთ,რომ ჰომორფუს შელოცვა არც არსებობს,რადგან ლოკჰარტი ხშირად ამბობდა ტყუილებს რეპუტაციის ამაღლებისთვის.

უნდა აღინიშნოს,რომ მაქცია მნიშვნელოვნად განსხვავდება ანიმაგუსისგან. ლიქანთროპია არის სისხლის ინფექცია,რომელიც ადამიანს გადაეცემა მაქციის კბენისას. მაქციები,გარდასახვის შემდეგ თავს ვერ აკონტროლებენ(თუკი სავსე მთვარემდე რამდენიმე დღით ადრე მაქციის საწინააღმდეგო სასმელის დალევას არ დაიწყებენ). ისინი თავს ვერც გარდასახვის პროცესში აკონტროლებენ . თუმცა,ანიმაგუსი თავს ორივე შემთხვევაში აკონტროლებს. ვინაიდან და რადგანაც,მაქცია თავს მხოლოდ ადამიანებს ესხმის,ანიმაგუსებს(რა თქმა უნდა,ცხოველის ფორმაში),მის კამპანიაში შეუძლიათ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ.

tumblr_m2hpibdgin1rt66jqo1_500

ჯადოქრული კანონი

„რიტა სკიტერი გარკვეული დროით,საერთოდ ვეღარ დაწერს.თუ არ უნდა,რომ მისი საიდუმლო გავცე… გავარკვიე,როგორ უსმენდა პირად საუბრებს,როცა სკოლის არემარეზე შემოსვლა აკრძალული ჰქონდა… რიტა სკიტერი არარეგისტრირებული ანიმაგუსია.მას ხოჭოდ გადაქცევა შეუძლია… ვუთხარი,რომ მთელი წლის განმავლობაში მოასვენოს ის თავისი ფრთა. აი,ნახეთ,თუ არ მოვაშლევინო ხალხზე საშინელი ტყუილების წერა.“
-ჰერმიონ გრეინჯერი თავისი შანტაჟის შესახებ,რომელიც რიტა სკიტერს მოუწყო.

ყოველი ანიმაგუსი ვალდებულია დარეგისტრირდეს მაგიის სამინისტროს მაგიის არამიზნობრივი გამოყენების დეპარტამენტში. რეგისტრაცია ითვალისწინებს ანიმაგუსის ცხოველის ფორმისა და დამახასიათებელი ნიშნების აღწერას. რეგისტრაციაზე დასწრება ჩვეულებრივ ხალხსაც შეუძლია. რეგისტრაციის მთავარი მიზანია,სამინისტრმ იმის გარანტია მიიღოს,რომ ანიმაგუსი თავის შესაძლებლობებს ცუდი საქმეებისთვის არ გამოიყენებს. სამინისტროს შეუძლია აღრიცხულ ანიმაგუსებს კვალში ჩაუდგეს. მაგალითად,სირიუს ბლექმა მხოლოდ იმიტომ შეძლო აზკაბანისგან თავის დაღწევა,რომ მაგიის სამინისტროში წარმოდგენაც არ ჰქონდათ,რომ მას ცხოველად შეეძლო გადაქცევა.

იმ შემთხვევაში,თუ ანიმაგუსი არ დარეგისტრირდება მაგიის სამინისტროში,მას აზკაბანში ელის სასჯელი,თუმცა პატიმრობის ხანგრძლივობა უცნობია. რიტა სკიტერმა სტატიების წერას,ფულის შოვნის ერთადერთ წყაროს თავი მთელი ერთი წლით მიანება მხოლოდ იმიტომ,რომ ჰერმიონს მისი საიდუმლო არ გაეცა. მაშინაც,როცა ჰერმიონმა რიტას სტატიის უფასოდ დაწერა მოსთხოვა,რიტა დათანხმდა. აქედან გამომდინარე,შეგვიძლია ვივარაუდოთ,რომ სასჯელი საკმაოდ მძიმეა.

იმის გამო,რომ ანიმაგუსობა ძლიერ მაგიურ პოტენციალს მოითხოვს,მათი რიცხვი შემცირდა. მეოცე საუკუნეში,დარეგისტრირებულ ანიმაგუსთა რაოდენობა შვიდი იყო. ანიმაგუსთა ნაკლებობა გარკვეულწილად სამინისტროში დარეგისტრირების აუცილებლობის საფრთხესთანაცაა დაკავშირებული.

pettigrew_to_wormtail

ცნობილი ანიმაგუსები

ფალკო აესალონი – არწივი;პირველი დაფიქსირებული ანიმაგუსი;რეგისტრაციის სისტემა მის დროს არ არსებობდა.

მორგან ლე ფეი – ჩიტი;რეგისტრაციის სისტემა მის დროს არ არსებობდა.

კლიოდნა – ზღვის ჩიტი;რეგისტრაციის სისტემა მის დროს არ არსებობდა.

მინერვა მაკგონაგელი – ჭრელი კატა;რეგისტრირებული.

ჯეიმს პოტერი – დიდი ხარირემი;არარეგისტრირებული.

სირიუს ბლექი – დიდი შავი ძაღლი;არარეგისტრირებული.

პიტერ პეტიგრიუ – ვირთხა;არერეგისტრირებული.

რიტა სკიტერი – ხოჭო;არარეგისტრირებული.

უცნობი ჯადოქარი(მდედრ.) – კატა;რეგისტრირებული.

ხუთი უცნობი ანიმაგუსი – ფორმები უცნობია;რეგისტრირებული.

ბებითი – ლიტერატურული პერსონაჟი;კურდღელი;კურდღლის ფორმაში შეუძლია ლაპარაკი.

მხოლოდ ძალიან ძლიერ და ნიჭიერ ჯადოქარს შეუძლია ანიმაგუსად გახდომა. ანიმაგუსად გადაქცევის შესწავლის პროცესი ძალიან გრძელი და რთულია, აგრეთვე შესაძლებელია ტრანსფორმაცია “უკან დაბრუნდეს”, რასაც ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვება. როდესაც სწავლა დამთავრებულია, ანიმაგუსს შეუძლია შეიცვალოს ფორმა ნებისმიერ დროს.

ტრანსფიგურაცია

8971711
ტრანსფიგურაცია პირველად გამოყენებულ იქნა ძვ.წ.121 წელს ვენესუელაში მცხოვრები გლეხი ჯადოქრის_ადრიანო ვალეთის მიერ.
მან შემთხვევით გამოიგონა შელოცვა, რომლის დახმარებითაც მიწა გარდაქმნა სასუქად.
თავდაპირველად ტრანსფიგურაცია სწორედ ამ სახით იყო გავრცელებული და მხოლოდ ახ.წ.237 წელს მოხდა მისი საზღვრების გაფართოება.ტრანსფიგურაციისას მნიშვნელოვანია ჯადოქარმა მკვეთრი მოძრაობები გააკეთოს ჯოხით. არ შეიძლება ჯოხის უაზროდ მოძრაობა და ტრიალი, ამ შემთხვევაში ტრანსფიფურაცია წარუმატებლად დამთავრდება.გონებაში კარგად უნდა წარმოიდგინო ის ობიექტი, რომლის გაჩენასაც აპირებ, მანამ, სანამ ტრანსფიგურაციისათვის საჭირო სიტყვებს წარმოთქვამ.დამწყებებმა სიტყვები გამოთქმით უნდა თქვან. გამოცდილ ჯადოქრებს კი ეს არ სჭირდებათ.